ხმაური გლდანის 65-ე საარჩევნო უბანზე – ერთმანეთს კომისიის წევრები დაუპირისპირდნენ. კომისიის თავმჯდომარე კი ადგილზე მისულ ჟურნალისტებს ხმების დათვლის პროცედურის გადაღების საშუალებას არ აძლევს.
არსებული ინფორმაციით, ამ უბანზე კალაძეს და მელიას იდენტური შედეგები აქვთ.
სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიულეტენების დათვლის დროს ერთ-ერთზე ხმა ნიკა მელიას სასარგებლოდ იყო დაფიქსირებული.