წალენჯიხაში ლოტოტრონის წესით შერჩეული 7 უბნის გადათვლას 1 საათში დაიწყებენ. ერთ-ერთი უბნის მონაცემების შეცვლამ კი, შესაძლოა, წალენჯიხაში პოლიტიკური სურათი შეცვალოს - საკრებულოში ოპოზიციას ხმები დააკლდეს და ხელისუფლებას მოემატოს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
საუბარია ჯგალი-მედანის საარჩევნო უბანზე, სადაც ოპოზიციის განცხადებით, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა ამის შესაძლებლობას იძლევა. ამ უბანზე ხელისუფლების კანდიდატს ოპოზიციის კანდიდატი ხმების მცირე რაოდენობით უგებს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ თავდაპირველად 5 უბნის გადათვლაზე...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში სკვერისა და მემორიალის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი, უკვე მეორედ არ შედგა.
6 ოქტომბერს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღების სურვილი არავინ გამოთქვა. წინადადებების მიღების ვადა 18 ოქტომბერს ამოიწურა.
მერიას კარალეთში სკვერისა და მემორიალის მოსაწყობად 22`915 ლარი აქვს გათვალისწინებული, თუმცა აღნიშნული თანხითა და სატენდერო დოკუმენტაციაში ატვირთული პროექტით არავინ დაინტერესებულა.
აღნიშნული მომსახურების შესყიდვა გორის მუნიციპალიტეტის მერიას ორი თვის წინაც სურდა, სამუშაოებისთვის 17 000 ლარი იყო...
თბილისის მერია გარე განათებების სისტემის გამოცვლაზე 89.7 მილიონ ლარს დახარჯავს. LED ნათურების შესასყიდად მერიის დაქვემდებარებაში არსებულმა კომპანიამ "თბილსერვის ჯგუფმა" 3 ტენდერი გამოაცხადა. 29.8 მლნ ლარის, 29.1 მლნ ლარის და 30.7 მლნ ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერებით, ჯამში, ასი ათასი LED განათების შეძენა არის დაგეგმილი.
ტენდერებში წინადადებების მიღება დღეს დასრულდა და ამჟამად მასში მხოლოდ ერთი მონაწილის - შპს "ვეზირის" წინადადება ჩანს, რომელიც მერიას სანათების მიწოდებას 89.2 მილიონ ლარად...
ერთად უნდა გავუსწოროთ თვალი კლიმატის ცვლილებისგან მომდინარე გამოწვევებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, უფრო მწვანე, ნაყოფიერი და მტკიცე საზოგადოებების ჩამოსაყალიბებლად საჭიროა, რომ ქვეყნებმა გაზარდონ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
„მოხარული ვარ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გლაზგოში ვიწყებ ვიზიტს. მსოფლიოს ქვეყნებმა ერთად უნდა გავუსწოროთ თვალი კლიმატის ცვლილებისგან მომდინარე...
თბილისს საზღვარი ეცვლება - 1 მლნ კვ/მ მიწის ფართობი შესაძლოა გარდაბანს გადაეცეს. საქმე ის არის, რომ საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ახალი ინციატივით მიმართა, რაც თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების საზღვრების ცვლილებას ითვალისწინებს. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
საკითხი განსახილველად რეგიონული მართვისა და თვითმმართველობის კომიტეტს გადაეცა.
"პატრიოტთა ალიანსიდან" პარლამენტის წევრ ფრიდონ ინჯიას თქმით, ინიციატივაში წერია, რომ საქმე ეხება 1 მლნ კვ/მ მიწის ფართობს, რომელიც ახლა თბილისს ეკუთვნის...
თბილისის მერია უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის პროექტს ახორციელებს.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, ამ დროისთვის, ხიდის ბურჯები ეწყობა. ასევე, მიმდინარეობს მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების ადგილმონაცვლეობა და გრუნტის საექსკავაციო სამუშაოები.
ხიდის მშენებლობის პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ხიდის პროექტის განხორციელება ერთი თვის წინ...
გორის საკრებულო მერისთვის მრჩევლის დანიშვნის საკითხს განიხილავს. ახალი თანამშრომლის აყვანის ინიციატივა გორის ყოფილმა მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა წარადგინა, თუმცა თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მრჩეველი ახალ მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს დაეხმარება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
განკარგულების მიხედვით, მრჩეველს ევალება მერისთვის რჩევების მიცემა კონკრეტული საკითხების გადაწყვეტისას.
“არსებული პრობლემების ანალიზი, ტენდენციების გამოვლენა, მიზეზების მოკვლევა და პრიორიტეტიზაცია, ახალი ინიციატივების წარმოჩენა, მერის საქმიანობაში ორგანიზაციული კუთხით რჩევების შემუშავება, კონსულტაციის გაწევა...
ამ არჩევნებს ყველა აფასებს როგორც ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას - ეს იყო ხელისუფლების შენარჩუნების უმსგავსო მცდელობა და სპეცოპერაცია, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ძალდატანების, დაშინების, მოსყიდვის ფაქტების გათვალისწინებით, ყველა აღიარებს, რომ ასეთმა არჩევნებმა ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა.
"ამ არჩევნებს ყველა აფასებს როგორც ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას ქვეყნის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯის კუთხით, ყველა ამბობს ამას, გარდა "ქართულო ოცნებისა", ყველა აღიარებს,...
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საარჩევნო უბნებთან იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენდნენ.
როგორც კალაძე აღნიშნავს, შესაბამის განცხადებებს ოპონენტების პარტიული დამკვირვებლები აკეთებენ.
„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ოპონენტების პარტიული დამკვირვებლები აკეთებდნენ ამ განცხადებებს. ყველას აქვს სიების ქონის შესაძლებლობა. ეს პრობლემა არ წარმოადგენს. ეს კანონდარღვევა არაა“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ „ქართული...
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, „პატარ-პატარა დარღვევები“ ყველა არჩევნებზეა, თუმცა ამ მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯებია.
ამის შესახებ კალაძემ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ევროკავშირის საელჩოს შეფასებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, უკეთესი არჩვენების ჩასატარებლად ყველა ის რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინონ, რომელიც ეუთო/ოდირის დასკვნაში იყო მოცემული.
„ყველა არჩევნებს ახლავს პატარ-პატარა დარღვევები. იყო გარკვეული დაპირისპირებებიც, რაც ძალიან ცუდია, თუმცა ყველაფერი ხომ შედარებითია. თუ ჩვენ შევადარებთ წინა წლებში...
ოპოზიციამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს, რომ არ შეიძლება ქვეყნის კონსტიტუციური დღის წესრიგის იმის გამო შეცვლა, რომ არჩევნებს აგებ - მიყვნენ კონსტიტუციურ დღის წესრიგს, პოლიტიკური პოზიციები გაიძლიერონ და საზოგადოებასთან უფრო ახლოს მყოფი პოლიტიკური პლატფორმები შექმნან, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, არანაირი სიახლე ოპოზიციის მესიჯში...
კალაძე: საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა აქციას გეგმავს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქმის კეთება
საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა აქციას გეგმავს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქმის კეთება - საქმე, საქმე და საქმე. მივხედოთ ქალაქს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის მიერ 6 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციას აქციის ჩატარების უფლება აქვს, თუმცა კანონის ფარგლებში.
„ეს მათი უფლებაა, რომ აქციები ჩაატარონ, მთავარია ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, ჩემი დამოკიდებულება იქნება...
თუკი მერსა და საკრებულოს შორის თანამშრომლობა არ შედგა იმ თვითმმართველობებში, სადაც საკრებულოში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, მაშინ კანონით გათვალისწინებულია ხელახალი არჩევნების დანიშვნა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ქადაგიშვილმა აღნიშნა ისიც, ადგილობრივ თვითმმართველობებში მაჟორიტართა რაოდენობის შემცირება სწორი გადაწყვეტილება არ იყო.
"რაც შეეხება იმ რამდენიმე საკრებულოს, სადაც “ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არა აქვს, აქ ჩვენ ორი...
ახალციხის ახლადარჩეული მერის, ირაკლი ლაზარაშვილის განცხადებით, მომავალ კვირას თანამშრომლებს მოადგილეების ახალ შემადგენლობას წარუდგენს. ყოფილ მერს, ზაზა მელიქიძეს სამი მოადგილე ჰყავდა, მათ უფლება მოსილება უკვე შეუწყდათ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„დღევანდელი შეხედულებით, ნამდვილად არ ვაპირებ, რომ რაღაც ქარიშხალი დავატრიალო, სანამ არ გავეცნობი, შევხედავ სადაა სისუსტე, მანამდე კი არ ვგეგმავ საკადრო ცვლილებებს. მოადგილეეები პოლიტიკური თანამდებობაა, ავტომატურად მოხდა მათ ადგილების გათავისუფლება და შემდეგი...
მუნიციპალური პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი და მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება. პროგრამის მიზანი თბილისში მცხოვრები მოქალაქეების პროფესიული მომზადება/გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობაა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამა ოთხ სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯთან თანამშრომლობით ხორციელდება და მშენებლობის, მომსახურების, წარმოების, დიზაინის, კვების, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, საფინანსო, ინჟინერიისა და ინფორმაციის ტექნოლოგიის სფეროებში, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული კურსების შეთავაზებას და კერძო სექტორთან...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე ატვირთული ოქმების თანახმად, ზუგდიდის 109-ვე საარჩევნო უბანზე ჯამში 1331 ბიულეტენი გაბათილდა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
უბნების მიხედვით მონაცემები ასეთია:
# 1-ე უბანი - გაბათილებულია 9 ბიულეტენი;
# 2-ე უბანი - გაბათილებულია 13 ბიულეტენი;
# 3-ე უბანი - გაბათილებულია 11 ბიულეტენი;
# 4-ე უბანი - გაბათილებულია 11 ბიულეტენი;
# 5-ე უბანი - გაბათილებულია 16 ბიულეტენი;
# 6-ე უბანი - გაბათილებულია 10 ბიულეტენი;
# 7-ე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































