ქადაგიშვილი: ოპოზიციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები და გადაადგილებები მოხდება

306

ოპოზიციამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს, რომ არ შეიძლება ქვეყნის კონსტიტუციური დღის წესრიგის იმის გამო შეცვლა, რომ არჩევნებს აგებ – მიყვნენ კონსტიტუციურ დღის წესრიგს, პოლიტიკური პოზიციები გაიძლიერონ და საზოგადოებასთან უფრო ახლოს მყოფი პოლიტიკური პლატფორმები შექმნან, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, არანაირი სიახლე ოპოზიციის მესიჯში არ არის და “პოლიტიკის დამაზიანებელი ნარატივი წელიწადზე მეტია გვესმის“.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს.

„სააკაშვილის ჯანმრთელობა სამედიცინო პერსონალის მუდმივი დაკვირვების ქვეშ არის და პენიტენციური სისტემა იღებს გადაწყვეტილებებს. რა სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს, ეს ექიმების გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანში ოპოზიციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები და გადაადგილებები მოხდება. რა სახის ცვლილებები იქნება, ამას ახლო მომავალში ვნახავთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.