მუნიციპალური პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი იწყება

222

მუნიციპალური პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი და მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება. პროგრამის მიზანი თბილისში მცხოვრები მოქალაქეების პროფესიული მომზადება/გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობაა.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამა ოთხ სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯთან თანამშრომლობით ხორციელდება და მშენებლობის, მომსახურების, წარმოების, დიზაინის, კვების, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, საფინანსო, ინჟინერიისა და ინფორმაციის ტექნოლოგიის სფეროებში, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული კურსების შეთავაზებას და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მათ დასაქმებას ითვალისწინებს.

პროგრამის პარტნიორი კოლეჯებია:

1. „იკაროსი“
2. „მერმისი“
3. „სპექტრი“
4. გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი

დაინტერესებული მოქალაქეების ელექტრონული რეგისტრაცია პირველ ნოემბერს იწყება და 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, თბილისის მერიის ვებგვერდზე: და ელექტრონულ პორტალზე. სასწავლო პროცესი დაიწყება 20 ნოემბერს.

პროფესიული სპეციალობები

კოლეჯი „სპექტრი“

1. ამზომველ- გეოდეზისტი;
2. შემდუღებელი;
3. სანტექნიკისა და გათბობა-წყალმომარაგების სისტემების მემონტაჟე;
4. ელექტრიკოსი;
5. კონდიცირების სისტემის მემონტაჟე;
6. სხვადასხვა მასალის დამუშავება თანამედროვე CAM პროგრამების გამოყენებით, 3 D მოდელირება და რთული მრავალკომპონენტიანი ნაკეთობების პროექტირება 2 ჯგუფი 30 მსმენელი;
7. მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერის, სატვირთველის და ჰიდრავლიკური ექსკავატორის) ოპერატორი;

გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი

1. ტანსაცმლის დიზაინი და კერვა;
2. ავტომობილის შემკეთებელი ელექტროტექნიკოსი;
3. ინფორმაციის ტექნოლოგია;
4. კომპიუტერული გრაფიკოსი (რასტრული გამოსახულების შექმნა და დამუშავება);
5. კომპიუტერული ქსელისა და სისტემების ტექნიკოსი;
6. სალაროს ოპერაციების განხორციელებისას საეჭვო და დაზიანებული (ეროვნული, უცხოური) ვალუტის გამოვლენა და მათი დამცავი ნიშნების ამოცნობა;
7. სალაროს ოპერაციების განხორციელება;
8. მსუბუქი ავტომობილის დიაგნოსტირება;

კოლეჯი „მერმისი“

1. ტყავის აქსესუარების კერვა;
2. მზარეული;
3. ქალის ტანსაცმლის კონსტრუირება;
4. კომპიუტერული გრაფიკული პროგრამები რიცხვითი პროგრამული
დანადგარებისთვის;
5. ძრავის კვების სისტემის დიაგნოსტიკა და სერვისი;

კოლეჯი „იკაროსი“

1. კონდიტერი (პურ-ფუნთუშეული);
2. საკონდიტრო ნაწარმის მომზადება;
3. საიუველირო საქმის მასალათმცოდნეობა (ძვირფასი ქვების და ლითონების გარჩევა და შეფასება);
4. მებაღე დეკორატორი;
5. კვებისა და სასმელების მომსახურება (F&B);
6. მზარეული – კერძების მომზადების ტექნოლოგია;
7. კონდიტერი (საკონდიტრო დიზაინი-შოკოლადი-კარამელი-მარციპანი);
8. მზარეული (ქართული სამზარეულო);
9. დასუფთავების მომსახურების უზრუნველყოფა;
10. ყასაბი – ხორცის დამუშავება და ხორცპროდუქტების მომზადება;
11. თევზის გადამუშავება და თევზის პროდუქტების მომზადება;
12. ტორტების ცხობა, გაფორმება;
13. ესთეტიკური კოსმეტოლოგია;
14. კინოლოგის ასისტენტი;
15. ვეტერინარ-ასისტენტი;

პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობები:

• თბილისში რეგისტრაცია
• მინიმალური ასაკი: 18 წელი

პროგრამა 2018 წლიდან ფუნქციონირებს, რომლის ფარგლებშიც, 2018-2020 წლებში 4 500-ზე მეტი მოქალაქე გადამზადდა. მათგან უკვე დასაქმებულია 3 400-ზე მეტი მოქალაქე (დასაქმების მაჩვენებელი 75%-ია).

აღნიშნულ პროგრამაში წლის ბოლომდე დამატებით, 1 000-მდე მოქალაქე ჩაერთვება.