დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, „პატარ-პატარა დარღვევები“ ყველა არჩევნებზეა, თუმცა ამ მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯებია.
ამის შესახებ კალაძემ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ევროკავშირის საელჩოს შეფასებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, უკეთესი არჩვენების ჩასატარებლად ყველა ის რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინონ, რომელიც ეუთო/ოდირის დასკვნაში იყო მოცემული.
„ყველა არჩევნებს ახლავს პატარ-პატარა დარღვევები. იყო გარკვეული დაპირისპირებებიც, რაც ძალიან ცუდია, თუმცა ყველაფერი ხომ შედარებითია. თუ ჩვენ შევადარებთ წინა წლებში როგორ ტარდებოდა არჩევნები, წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს, თუმცა ამაზე არ უნდა გავჩერდეთ და უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ეუთო/ოდირის დასკვნაში იყო მოცემული, რათა კიდევ უფრო უკეთესი არჩევნები ჩავატაროთ“,- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობა ყველა პარტიას მოუწოდებს, საარჩევნო პროცესში ჩართულობა განაგრძოს. ამასთან, როგოც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, საზოგადოების ნდობა მოითხოვს ინკლუზიურ, სანდო და გამჭვირვალე გადათვლის პროცესს და საჩივრებისა და აპელაციების სამართლიან განხილვას.