ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მამა ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახლად არჩეული დეპუტატების მოსყიდვას ცდილობს. „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი კირთაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა გადამწყვეტი იერიში მიიტანოს ბათუმის საკრებულოზე, ამომრჩევლის ნებაზე, „რომელმაც ცალსახად თქვა, რომ ბათუმის საკრებულო ოპოზიციური და მრავალპარტიული იყოს“. „ახლა ცდილობენ ეს რეალობა შეცვალონ. ამ ყველაფერში ჩართულია თორნიკე რიჟვაძის მამა. დავით რიჟვაძე ძალოვანი სტრუქტურების ერთ-ერთი...
რაღაც დროის შემდეგ, თუ რეაგირება არ იქნება, ვფიქრობ, ამ პროტესტის გამწვავებაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. მისი თქმით, თავად კარგად არის, რაც შეეხება სააკაშვილის მდგომარეობას, ის ყოველდღიურად უარესდება, ამიტომ მას ნაფიქრი აქვს იმ ფორმებზე, თუ როგორ შეიძლება გამწვავდეს მისი პროტესტი. "ქართული ოცნებისგან" მოლოდინი, რომ ისინი ან ზიზღის კამპანიას შეცვლიან ან კანონის პატივისცემას დაიწყებენ, არავის აქვს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა....
ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ უერთდება "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას და ფონდ "იავნანას" ადგილობრივი ორგანიზაციის გახნას წალენჯიხაში გეგმავს.  ამის შესახებ ბურჭულაძემ Facebook-ზე დაწერა: "ჩემო მეგობრებო, ვუერთდები მამუკა ხაზარაძის ინიციატივას და მზად ვარ დავაფუძნო წალენჯიხაში ფონდ "იავნანას" ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლის მიზანიც იქნება წალენჯიხაში მზრუნველობამოკლებული მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარება." ცნობისთვის, გუშინ, 3 ნოემბერს, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ წალენჯიხაში აპირებს ბიზნესის გადატანას. „მე გადმოვსახელდები...
ქალთა მოძრაობა პარტიული კოორდინატორი ქალების მიმართ შრომითი ექსპლუატაციის, ზეწოლის, ფსიქოლოგიური ძალადობისა და შევიწროების შემთხვევების მოკვლევასა და შესწავლას იწყებს. ინფორმაციას ON.GE ავრცელებს. გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობამ ისაუბრა იმაზე, რომ ბოლო რამდენიმე არჩევნებზე პარტიულ კოორდინატორებად ჩართული ქალების შრომითი და სხვა უფლებების დარღვევა ფართომასშტაბიანი გახდა. მოძრაობის განცხადებით, ქალებს სიღარიბის გამო უწევთ დათანხმდნენ კოორდინატორობას და ამ სამუშაოს შესრულებისას მათ ხშირად აიძულებენ სხვადასხვა უკანონო საქმიანობაში...
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 ნოემბრის N524 დადგენილებით ცვლილება შევიდა „ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშ­ვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის N284 დადგენილებაში. ცვლილების თანახმად, სახალხო...
ქუთაისში პოლიციამ მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტები დააკავა. ისინი არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად, პერფორმანსისთვის ემზადებოდნენ. იმედა ონიანი და მიხეილ მუმლაძე თვითმხილველების თქმით, ფაქტობრივად გაიტაცეს და სამტრედიის პოლიციაში გადაიყვანეს, რასაც დაკავებულების ახლობლები იმით ხსნიან, რომ პოლიციას მედიის ყურადღების მიპყრობა არ სურდა. დაკავებულებს ოჯახის წევრები სამი საათის განმავლობაში ეძებდნენ. "სირცხვილიას" აქტივისტები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. დეტალები ჯერ ადვოკატისთვისაც უცნობია. აქტივისტების სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს 5 ნოემბერს გაიმართება.
პანდემიამ ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა ეკონომიკას. როდესაც შეიცვალა მთავრობა და ირაკლი ღარიბაშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი, მან მიიღო სწრაფი გადაწყვეტილებები და ამან შეცვალა ეს განვითარების ტენდენცია. საშუალო ეკონომიკური ზრდა ამ ცხრა თვის მაჩვენებლებით არის 11,3%, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, შარშან ქვეყანას ჰქონდა სერიოზული ეკონომიკური ვარდნა და პირველი ორი თვე, იანვარი და...
31 ოქტომბერს გაავრცელეს მორიგი ფეიკი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს იგეგმებოდა მორიგი ლოკდაუნი, ყველაფრის დაკეტვა, ეკონომიკის გაჩერება და ა.შ. ამითი ცდილობდნენ როგორმე გადაეგორებინათ ის მძიმე მარცხი, რომელიც იწვნიეს 30 ოქტომბერს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მისივე თქმით, არანაირი ლოკდაუნი არ იგეგმება და ამ ფეიკს პასუხი იმავე დღეს გაეცა. „ეს გამორიცხულია. ეკონიმიკას ვერ გავაჩერებთ, ეს...
ვიღაც ხოშტარია შიმშილობს იმისთვის, რომ სააკაშვილმა არ იშიმშილოს, ეს საერთოდ სრული ნონსენსი და კომიკური ჟანრია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილისა და ხოშტარიას შიმშილობას არავითარი პერსპექტივა არ აქვს. „როდესაც ვიღაცა შიმშილობს პოლიტიკური მოტივით, მას უნდა ჰქონდეს კონკრეტული მოთხოვნა, რაღაც ობიექტური მოთხოვნა უნდა ჰქონდეს. ვერავინ აყენებს თავის მოთხოვნას, ეს არის აბსტრაქცია. სააკაშვილი ვერაფერს...
პარალამენტი გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას. ვინ შემოვა, ვინ არ შემოვა, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. რაც მთავარია, ახალი, ხელოვნური კრიზისის შექმნას ისინი ვერ შეძლებენ - უბრალოდ ამის არავითრი რესურსი აღარ აქვთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. „რაც შეეხება გარკვეული საკითხების გადაწყვეტას, მსჯელობას, ამაში ოპოზიციის ჩართულობას, როგორც კი კეთილს ინებებენ და დაასრულებენ ე.წ. ბოიკოტს...
ბათილ ბიულეტენებზე საკუთარი წაგების გადაბრალება რომ ტყუილია, ეს კარგად იციან მათ, ვინც ამ რიცხვებით მანიპულირებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი წერს. მისი თქმით, მეორე ტურში ბათილი ბიულეტენების წილი იყო 2,9%, რაც სტანდარტულზე დაბალი მაჩვენებელიც კია. „ბათილ ბიულეტენების ვითომ ჭარბ რაოდენობაზე, როგორც ოპოზიციის შარშანდელი კინოს მეორე სეზონზე. მეორე ტურში ბათილი ბიულეტენების წილი იყო 2,9%, რაც სტანდარტულზე დაბალი მაჩვენებელიც...
საარჩევნო ადმინისტრაცია დღესაც კი იღებს მილოცვებს პარტნიორებისგან სწორად და კარგად ორგანიზებული პროცესების გამო, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა. გიორგი შარაბიძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ გამჭვირვალედ და მაღალპროფესიულად განახორციელა არა მარტო კენჭისყრის დღის პროცესი, არამედ მისი მომზადების პროცესი და ეს ყველაფერი ასახულია საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებში. „საარჩევნო ადმინისტრაციას ევალებოდა კენჭისყრის პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ ის ყოფილიყო ადგილობრივი...
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე გორის მე-3 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც იაპონიის სრულუფლებიან ელჩ იმამურა აკირასთან და საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ ღასან ხალილთან ერთად სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსები საჩუქრად გადასცა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, უწყება სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით, აქტიურად თანამშრომლობს UNICEF-თან. სწორედ აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში გაეროს ბავშვთა...
ქუჩა პოლარიზაციის განმუხტვის ადგილი არასდროს იქნება - მობრძანდნენ და იმუშაონ პარლამენტში,- ეს განცხადება ოპოზიციის მისამართით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა. როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მსოფლიო დემოკრატია პოლარიზაციის განმუხტვის ადგილად მხოლოდ პარლამენტს იცნობს. “ჩვენ ოპოზიციასთან თანამშრომლობით ძალიან კარგი “საარჩევნო კოდექსის“ მიღება შევძელით. თანამშრომლობით მოხერხდა ისიც, რომ ხდება საარჩევნო ბარიერის დაწევა. 2024 წლისათვის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც კოალიციური...
არ ვამბობ, რომ ძმაკაცები ან მეგობრები უნდა ვიყოთ, ეს აუცილებელი არაა, მაგრამ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმართვა, თანამშრომლობა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის მიერ გამართულ და დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა. კალაძე ოპოზიციას საკრებულოებში თანამშრომლობას სთავაზობს და ამბობს, რომ სურს, ჯანსაღი პოლემიკა და დებატები შეეძლოთ. „მათი გადასაწყვეტია, აქციები გამართონ თუ სხვანაირად გამოხატონ თავიანთი შეხედულება სხვადასხვა საკითხებზე. მე, როგორც ქალაქის მერი,...
ხაშურის ახალი მერი თენგიზ ჩიტიაშვილი 1500 ლარს გადაუხდის ქალს, რომელმაც 8 ნოემბრამდე, მისთვის საჭირო საბუთები უნდა აკინძოს და ზონარი გაუყაროს, -  ამის შესახებ  3 ნოემბერს გამოქვეყნებულ ხელშეკრულებაშია აღნიშნული. ხელშეკრულების მიხედვით, თითო საბუთის აკინძვა 5 ლარი, ხოლო ზონარის გაყრა - 1 ლარი ღირს. "ხელშეკრულების საგანია ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის საბუთების აკინძვის და საბუთებში ზონარის გაყრის მომსახურების შესყიდვა, საბუთების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ