ქუთაისში პოლიციამ მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტები დააკავა. ისინი არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად, პერფორმანსისთვის ემზადებოდნენ.
იმედა ონიანი და მიხეილ მუმლაძე თვითმხილველების თქმით, ფაქტობრივად გაიტაცეს და სამტრედიის პოლიციაში გადაიყვანეს, რასაც დაკავებულების ახლობლები იმით ხსნიან, რომ პოლიციას მედიის ყურადღების მიპყრობა არ სურდა.
დაკავებულებს ოჯახის წევრები სამი საათის განმავლობაში ეძებდნენ. “სირცხვილიას” აქტივისტები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. დეტალები ჯერ ადვოკატისთვისაც უცნობია.
აქტივისტების სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს 5 ნოემბერს გაიმართება.