ქადაგიშვილი: ქუჩა პოლარიზაციის განმუხტვის ადგილი არასდროს იქნება – მობრძანდნენ და იმუშაონ პარლამენტში

337

ქუჩა პოლარიზაციის განმუხტვის ადგილი არასდროს იქნება – მობრძანდნენ და იმუშაონ პარლამენტში,- ეს განცხადება ოპოზიციის მისამართით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მსოფლიო დემოკრატია პოლარიზაციის განმუხტვის ადგილად მხოლოდ პარლამენტს იცნობს.

“ჩვენ ოპოზიციასთან თანამშრომლობით ძალიან კარგი “საარჩევნო კოდექსის“ მიღება შევძელით. თანამშრომლობით მოხერხდა ისიც, რომ ხდება საარჩევნო ბარიერის დაწევა. 2024 წლისათვის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბების ალბათობას ზრდის. ქუჩაში დგომა პროცესების ნორმალურ განვითარებას ხელს არ უწობს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.