ხოშტარია: თუ რეაგირება არ იქნება, ვფიქრობ, პროტესტის გამწვავებაზე

729

რაღაც დროის შემდეგ, თუ რეაგირება არ იქნება, ვფიქრობ, ამ პროტესტის გამწვავებაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისი თქმით, თავად კარგად არის, რაც შეეხება სააკაშვილის მდგომარეობას, ის ყოველდღიურად უარესდება, ამიტომ მას ნაფიქრი აქვს იმ ფორმებზე, თუ როგორ შეიძლება გამწვავდეს მისი პროტესტი.

“ქართული ოცნებისგან” მოლოდინი, რომ ისინი ან ზიზღის კამპანიას შეცვლიან ან კანონის პატივისცემას დაიწყებენ, არავის აქვს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. მე შემიძლია გითხრათ, რომ რაღაც დროის შემდეგ, თუ რეაგირება არ იქნება, ვფიქრობ, ამ პროტესტის გამწვავებაზე. რა იქნება მერე გეტყვით, მაგრამ არის ფორმები, რომელზეც ნაფიქრი მაქვს და კიდევ უფრო გამწვავდება. ეს არ არის თამაში, ხუმრობა, პოლიტიკური პოზიორობა, ეს ეხება პრეზიდენტის სიცოცხლეს. მე გუშინ ღამე გვიანობამდე სააკაშვილის ექიმებთან მქონდა კომუნიკაცია და სიტუაცია მძიმდება პრაქტიკულად ყოველდღიურად, როგორ რისკავენ, წარმოუდგებილია, ამიტომ რაღაც დროის შემდეგ ვიფიქრებ, პროტესტის გამწვავებაზე,”- განაცხადა ხოშტარიამ.