საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა ტურიზმის ხელშეწყობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალ პროექტს იწყებს. ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნოემბერსა და დეკემბერში ტრენინგების კურსი „სოფლის ტურიზმი და ტურისტული მომსახურების თავისებურებები სოფლად“ გაიმართება. ტრენინგები აგროტურისტული ობიექტების წარმომადგენელთათვის, საოჯახო სასტუმროებისა და სხვა განთავსების ობიექტების წარმომადგენელთათვის არის განკუთვნილი, დასწრებას კი სოფლის ტურიზმით დაინტერესებული და ამ მიმართულებით საქმიანობის დაწყების მსურველები...
ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსი სამსახურიდან დაითხოვა და მის ნაცვლად, გათავისუფლებულის ყოფილი მძღოლი დანიშნა. ბრძანება 12 ნოემბერს გამოიცა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. ყოფილი დირექტორი, ნუნუ ნოზაძე ამბობს, რომ მერმა ჯერ განცხადების დაწერა მოსთხოვა, უარის შემდეგ კი, ბრძანება ოფიციალურად ჩააბარა. ნოზაძის თქმით, თავდაპირველად, ჯანდაცვის სამსახურში აუდიტი შეუშვეს. ეს მას შემდეგ, რაც მან მდივნიშვილს დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიებები აუკრძალა. დოკუმენტში კი...
ჩვენი გეგმა არის მუდმივი პროტესტი და ხელის შეშლა. ,,გირჩი” ვფიქრობთ, რომ პროტესტი უნდა იყოს მიმართული პარალიზებისკენ, საბოტაჟისკენ და რესურსების გამოცლისკენ ,,ქართული ოცნებისთვის”, - ამის შესახებ ,,გირჩი - მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მედიასთან განაცხადა. ჟურნალისტების კთხვას, აპირებს თუ არა პარლამენტის 9 ოპოზიციონერი დუპუტატის მსგავსად შიმშილობის დაწყებას, ჯაფარიძის შეფასებით, სანამ თავისუფალია, ,,შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც იბრძვის”. ,,ნებისმიერ...
15-16 ნოემბერს, გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 15 ნოემბრის 23:00-დან 16 ნოემბრის 02:00-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 16 ნოემბრის 02:00-დან 05:00-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. „საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში...
სახალხო დამცველი ეხმიანება იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი მულტიფუნქციური კონსილიუმის გარშემო გამოთქმულ სხვადასხვა პოზიციებს და მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა სრულფასოვნად უნდა უზრუნველყოს, ამ მიზნით კი მულტიფუნქციური კონსილიუმის მუშაობა უფრო სისტემატიური და ეფექტიანი გახადოს. როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უნდა შემუშავდეს კონსილიუმის საქმიანობის ერთგვარი პროტოკოლი, რომელიც განსაზღვრავს კონსილიუმის პაციენტთან ვიზიტების სიხშირეს, კონსილიუმის შეკრების ინიცირების საკითხებს (მათ შორის,...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მენაშენეების პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართების შესყიდვა თბილისში, ქუთაისსა და ბორჯომში იგეგმება. „კომისიამ კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა. პროექტში მონაწილეობის მსურველმა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა საკონკურსო წინადადებები დევნილთა სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში, 31 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარადგინონ: თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა; გორი, სამების...
შინაგან საქმეთა სამინისტრო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ პოლიციელთა პროფესიულ საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს. მათი განმარტებით, კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. „თბილისში, მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დაგეგმილია საპროტესტო აქცია,...
ქობულეთში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ჩაქვის ძალოსანთა ბაზის მშენებლობის პროცესს ოლიმპიურ ჩემპიონებთან და საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის წევრებთან ერთად გაეცნო. კომპლექსი მოიცავს სავარჯიშო დარბაზს, მოსასვენებელ სივრცეს, საკონფერენციო დარბაზს, სასტუმრო ზონას და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. მშენებლობა 2022 წლის გაზაფხულზე დასრულდება. მათივე ცნობით, ჩაქვში ასევე ახალი სარაგბო სტადიონის მშენებლობა იწყება. ამასთან, ქობულეთში ახალი...
video
ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ნოემბერ-დეკემბერში, საქართველოს რეგიონებში ნაჩვენები იქნება სალომე ჯაშის  დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“ (Taming the Garden). ბათუმი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ქუთაისი, ამბროლაური – დასავლეთ საქართველოს 5 ქალაქში, მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, დაესწროს ფილმის ჩვენებას, შეხვდეს რეჟისორს და ფილმის დასრულების შემდეგ ჩაერთოს დისკუსიაში, განიხილოს როგორც ფილმში წამოჭრილი საკითხები, ასევე, რეგიონის ეკოლოგიური პრობლემები და გამოწვევები. ფილმის შესახებ: “მოთვინიერება” 91 წთ / 2021 საქართველოს უმდიდრეს და ყველაზე ძლევამოსილ ადამიანს უჩვეული...
ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელ ღასან ღალილთან შეხვედრაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ღასან ღალილს საქართველოში UNICEF-ის საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა მზაობა, საქართველოს მთავრობამ კიდევ უფრო გააძლიეროს თანამშრომლობა UNICEF-თან. ხაზი გაესვა UNICEF-ის მნიშვნელოვან მხარდაჭერას COVID-19-ის პანდემიით შექმნილი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში. ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმა UNICEF-ის პროგრამის 2021-2025 წლების დოკუმენტის...
მარნეულში მომავალი წლიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზრდასრული პირებისათვის დღის ცენტრი გაიხსნება. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. ეს იქნება მუნიციპალიტეტის მასშტაბით პირველი დაწესებულება, სადაც 18 წელს ზემოთ მყოფ შშმ პირებს ადგილზე შეეძლებათ სპეციალური სერვისების მიღება. ცენტრს ორგანიზაცია „ბავშვი ოჯახი საზოგადოება“ გახსნის. ადგილობრივმა თვითმმართელობამ უკვე გამოყო სოფელ ყიზილაჯლოში შენობა, სადაც ბენეფიციარები ივლიან. როგორც „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებას“ აღმასრულებელი დირექტორი, გუნა ბიბილეიშვილი ამბობს, მათი ორგანიზაცია, ფქატობრივად,...
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა წარჩინებულ სტუდენტებს 1000 ლარით დააჯილდოებს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. განცხადებების მიღება ადგილობრივ თვითმმართველობაში უკვე დაიწყო. როგორც მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი, ელგუჯა კუპატაძე ამბობს, ამ ეტაპზე, 3 განაცხადია შესული. მათგან ორი დაახარვეზეს და სტუდენტებს გამოსასწორებელი ვადა მისცეს. მათგან ორი დაახარვეზეს და სტუდენტებს გამოსასწორებელი ვადა მისცეს. MarneuliFM · ელგუჯა კუპატაძის კომენტარი   „გადაწყვეტილება იქნა მიღებული 2021 წლის 7 ოქტომბერს საკრებულოს...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვები იწყება. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს. კომისიებისა და ფრაქციების სხდომები გაიმართება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში (ქ.ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი #45, III სართული). ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება ჩაერთოს ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში და მიიღოს მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მთავარი ფინასური დოკუმენტის შექმნაში. ბიუჯეტის პროექტის განხილვების გრაფიკი: 15 ნოემბერი, 11:00 საათი - საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისია;...
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2022 წლის ბიუჯეტის განახლებულ პროექტთან დაკავშირებით პარლამენტს საკუთარი დასკვნა წარუდგინა. თავად ბიუჯეტის პროექტი მის პირვანდელ ვერსიასთან შედარებით 400 მილიონით ზრდის ხარჯებს და ის 18.8 მილიარდ ლარს შეადგენს. აუდიტის სამსახურის შეფასებით, ქვეყანაში არსებული პანდმეიური ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მაქსიმალური აქცენტი გააკეთოს ე, რის შესახებაც უწყებას მთავრობასთან არაერთი შენიშვნა და რეკომენდაცია აქვს. მათ შორის კვლავ პრობლემურად ფასდება პროგრამული ბიუჯეტის დოკუმენტი, კვლავ ერთ-ერთი...
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იზრდება 395 მლნ ლარით და საბოლოოდ დღეს 18 მლრდ 839 მილიონ ლარს შეადგენს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ბიუჯეტიდან ჯანდაცვის სამინისტროს დამატებით გამოეყო 75.4 მლნ ლარი, ჯამში 6 მლრდ ლარზე მეტია ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება. “ჯანდაცვის სამინისტრო ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე უწყებაა. თანხები დაემატა – მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა,...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სხვადასხვა დაწესებულებებში მოხდება„ მწვანე პასპორტის“ შემოწმება, რასაც შრომის ინსპექციის სამსახური გააკონტროლებს. „თითოეული ადამიანის კონტროლი ძალიან რთულია. ეს დამოკიდებულია იმ დაწესებულების პასუხისმგებლობაზე, ვინც თვითონ აკონტროლებს, მაგრამ შერჩევითად, შრომის ინსპექცია გააკონტროლებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით ზოგიერთმა ბიზნესის წარმომადგენელმა ე.წ. მწვანე პასპორტის დაწესებას მხარი დაუჭირა. როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა მომდევნო კვირას სამინსტრო გააკეთებს განცხადებას...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ