ჩაქვში ძალოსნობის ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს

353

ქობულეთში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ჩაქვის ძალოსანთა ბაზის მშენებლობის პროცესს ოლიმპიურ ჩემპიონებთან და საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის წევრებთან ერთად გაეცნო.

კომპლექსი მოიცავს სავარჯიშო დარბაზს, მოსასვენებელ სივრცეს, საკონფერენციო დარბაზს, სასტუმრო ზონას და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. მშენებლობა 2022 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

მათივე ცნობით, ჩაქვში ასევე ახალი სარაგბო სტადიონის მშენებლობა იწყება. ამასთან, ქობულეთში ახალი სპორტული კომპლექსი აშენდება, რომელიც ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთის მინი მოედანს და 3 დარბაზის მოწყობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, საპროექტო ტერიტორიაზე ხელოვნურსაფარიანი და ქვიშისსაფარიანი 2 მოედანი მოეწყობა.