“მოთვინიერება”- სალომე ჯაშის ფილმის ჩვენება რეგიონებში იწყება

773

ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ნოემბერ-დეკემბერში, საქართველოს რეგიონებში ნაჩვენები იქნება სალომე ჯაშის  დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“ (Taming the Garden).

ბათუმი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ქუთაისი, ამბროლაური – დასავლეთ საქართველოს 5 ქალაქში, მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, დაესწროს ფილმის ჩვენებას, შეხვდეს რეჟისორს და ფილმის დასრულების შემდეგ ჩაერთოს დისკუსიაში, განიხილოს როგორც ფილმში წამოჭრილი საკითხები, ასევე, რეგიონის ეკოლოგიური პრობლემები და გამოწვევები.

ფილმის შესახებ:
“მოთვინიერება”
91 წთ / 2021

საქართველოს უმდიდრეს და ყველაზე ძლევამოსილ ადამიანს უჩვეული გატაცება აქვს: უზარამაზარ, საუკუნოვან ხეებს აგროვებს. მისი დავალებით გიგანტებს ზღვისპირეთიდან თხრიან და ხელოვნურად გაშენებულ დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ. ულამაზესი ხეების მოგზაურობის მომაჯადოვებელი სურათის ფონზე იკვეთება ადამიანის მიერ ბუნების მოთვინიერების თემა და სხვა უნივერსალური საკითხები.

ფილმის ტრეილერი:

ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა სანდენსის კინოფესტივალზე, ხოლო ევროპული პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე “Berlinale Forum”-ზე შედგა. ახლახანს, ფილმი ევროპული კინოდაჯილდოვების ნომინანტად შეირჩა. ფილმი წარდგენილი იყოს მსოფლიოს 30- მდე კინოფესტივალზე.

რას წერენ საერთაშორისო პრესაში ფილმის შესახებ:

“მომაჯადოებელი დოკუმენტური ფილმი… მითიური ამბავი ადამიანსა და ბუნებაზე… არამხატვრული პოეზიის ულამაზესი ნაწარმოები… მშვიდად მშვენიერი და უცნაური… გამორჩეული საოპერატორო ნამუშევარი… ჯაშის ფილმი უფრო მითია ვიდრე ჟურნალისტიკა, თითქოს რეჟისორი მომავლის ფოლკლორს ასახავს” – წერს Variety, წამყვარი ჟურნალი თანამედროვე კინემატოგრაფის შესახებ.

როექტის ფარგლებში ფილმის ჩვენება პირველად “ბათუმში” 13 ნოემბერს შედგება.

ჩვენებების განრიგი რეგიონების მიხედვით:

საკონტაქტო პირი პროექტიდან პრესისთვის:

თამარ მშვენიერაძე, ტელ: +995 577 214 210, ელ. ფოსტა: mshvenieradzetamara@gmail.com