გამყრელიძე: მწვანე ბარათებს შრომის ინსპექცია გააკონტროლებს

364

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სხვადასხვა დაწესებულებებში მოხდება„ მწვანე პასპორტის“ შემოწმება, რასაც შრომის ინსპექციის სამსახური გააკონტროლებს.

„თითოეული ადამიანის კონტროლი ძალიან რთულია. ეს დამოკიდებულია იმ დაწესებულების პასუხისმგებლობაზე, ვინც თვითონ აკონტროლებს, მაგრამ შერჩევითად, შრომის ინსპექცია გააკონტროლებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით ზოგიერთმა ბიზნესის წარმომადგენელმა ე.წ. მწვანე პასპორტის დაწესებას მხარი დაუჭირა. როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა მომდევნო კვირას სამინსტრო გააკეთებს განცხადებას თუ როგორ იქნება შესაძლებელი კოვიდ–აპლიკაციის ჩამოტვირთვა. მან ასევე აღნიშნა, რომ მასში ოთხივე პრინციპი ასახული იქნება- ვირუსის გადატანა, 72 სთ-იანი „პსრ“ ტესტი, 24 სთ-იანი სწრაფი ტესტი და ორჯერ აცრა.