ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. ამჟამად მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე, საკრებულოს კომისიები და ფრაქციები მსჯელობენ. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 46 მილიონ 500 ათასი ლარითაა განსაზღვრული. მასში პრიორიტეტულ ნაწილად დასახელებულია სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება, ინფრასტრუქტურა და განათლება.
ამ ფაქტს გამოეხმაურა ახლადარჩეული საკრებულოს დეპუტატი “ენმ”-დან მაია კალანდია.
“ცეცხლი უკიდიათ ზუგდიდელ ქოცებს. საკრებულოში უმცირესობაში ყოფნის კონვულსიური შეტევები...
ბათუმსა და ხელვაჩაურში ახალი მოწვევის საკრებულო არაუგვიანეს 13 დეკემბრისა უნდა შეიკრიბოს - თარიღს ბათუმის 79-ე ოლქის იურისტი ზვიად სურმანიძე აკონკრეტებს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ზვიად სურმანიძის თქმით, შესაძლოა, განსაზღვრულ თარიღამდე ნებისმიერ დღეს ჩაინიშნოს საკრებულოს სხდომა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირველ ორ სხდომაზე ვერ აირჩევს წარმომადგენლობითი ორგანო საკრებულოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის არჩევის პროცედურა ხელახლა გაიმართება.
ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის თანახმად:
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი...
ბათუმის ზღვისპირა ზოლს, სავარაუდოდ, კიდევ ორი ცათამბჯენი დაემატება. ბათუმის მერიამ, ალტერნატიული განაშენიანების გეგმის კონცეფცია დღეს საჯაროდ განიხილა. ინფორაციას ტვ25 ავრცელებს.
საკუთარ ტერიტორიაზე, ასევე საკუთარი პროექტის განხორციელებისთვის, სპეციალური დოკუმენტი კომპანია „ორბმა“ მოამზადა და მერიას ჯერ კიდევ მარტში, ინიციატივის სახით წარუდგინა. საჯარო განხილვას სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, თუმცა შეხვედრამ ცხარე კამათის ფონზე ჩაიარა.
მიუხედავად იმისა, საჯარო განხილვა იყო, მას დაინტერესებული მხარის და მერიის...
რუსთავის საკრებულოს ექვსმა დეპუტატმა "ნაციონალური მოძრაობიდან“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.
შიმშილობის დაწყების თაობაზე განცხადება, მოქმედი საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ სამმა წევრმა და ახალი მოწვევის საკრებულოს სამმა დეპუტატმა, ცოტა ხნის წინ რუსთავის მერიის წინ ბრიფინგზე გააკეთეს, რის შემდეგაც საკრებულოს შენობაში ფრაქციისთვის გამოყოფილ ოთახში გადაინაცვლეს.
როგორც საკრებულოს ერთ-ერთმა დეპუტატმა ნანა შატბერაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ისინი უერთდებიან...
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტს განიხილავს, ამის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს ფეისბუქ გვერდზე განათავსეს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
ბიუჯეტის განხილვა 17 ნოემბერს 15:00 საათზე, მარნეულის მერიის მცირე საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება.
ბიუჯეტის საჯარო განხილვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ბიუჯეტის პროექტში შენიშვნებიც შეიტანონ.
სრულად განახლდა ავტოპარკი. რუხში აშენდა ავტობუსების სადგომი და დამხმარე შენობა-ნაგებობება, რისთვისაც ჯამში 455 000 ლარი დაიხარჯა. ინფორაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
"სრულად განახლდ ავტოპარკი;
რუხში აშენდა ავტობუსების სადგომი და დამხმარე შენობა-ნაგებობა;
შემოვიყვანეთ IშUძU“ მარკის 15 ახალი ავტობუსი;
"ოტოკარის" მარკის 25 ავტობუსი;
გაჩერებებზე დამონტაჟდა საინფრომაციო ტაბლოები;
დამონტაჟდა 5 ციფრული მონიტორი;
დამკვიდრდა გადახდის ელექტრონული სისტემა," - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა ტურიზმის ხელშეწყობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალ პროექტს იწყებს.
ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნოემბერსა და დეკემბერში ტრენინგების კურსი „სოფლის ტურიზმი და ტურისტული მომსახურების თავისებურებები სოფლად“ გაიმართება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტრენინგები აგროტურისტული ობიექტების წარმომადგენელთათვის, საოჯახო სასტუმროებისა და სხვა განთავსების ობიექტების წარმომადგენელთათვისაა განკუთვნილი, რომელზე დასწრებაც სოფლის ტურიზმით დაინტერესებულ და ამ...
თითოეული მოსწავლე, რომელიც რუსთავში ოქროს მედალზე დაამთავრებს, სკოლას წახალისდება 500 ლარიანი პრემიით, – ამის შესახებ რუსთავის ახლადარჩეულმა მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, განათლების მიმართულებით რუსთავის 2022 წლის ბიუჯეტი მნიშნველოვნად იზრდება.
“მნიშვნელოვნად იზრდება განათლების მიმართულებით თანხები და ვფიქრობთ რომ ქალაქში განათლება არის ერთ-ერთი მთავარი, რაშიც ბიუჯეტის მხარდაჭერა უნდა იყოს ძალიან ძლიერი.
მაგალითისთვის, თითოეული მოსწავლე, რომელიც რუსთავში ოქროს მედალზე დაამთავრებს სკოლას წახალისდება 500 ლარიანი პრემიით. მე ვფიქრობ, რომ...
ირაკლი ტაბაღუამ 4-წლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა და მისი მერობის პერიოდში განხორციელებული პროექტები შეაჯამა. ტაბაღუამ ძირითადი აქცენტები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სატრანსპორტო პოლიტიკასა და სოციალურ პროგრამებზე გააკეთა. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.
"ალბათ ყველას ახსოვს პირველი თვენახევარი 2017 წლის, როდესაც მე საქმიანობას შევუდექი, მოხდა პრობლემების იდენტიფიცირება. შემდგომ ამისა, მოხდა ამ პრობლემების ბიუჯეტურად დალაგება, პროექტების შეძენა და შესაბამისი თანხების მოძიება, რომ აღნიშნული გამოწვევებისთვის რუსთავს ეპასუხა.
დავიწყებ...
რუსთავის მომავალი მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდაა გათვალისწინებული.
როგორც ლაცაბიძემ "ინფო რუსთავთან" განაცხადა, ხელფასები გაეზრდებათ ბაგა-ბაღებისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, ასევე მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებს.
"ბიუჯეტის პროექტში დევს თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა. ყველაზე მეტად მახარებს ის ფაქტი, რომ დასუფთავების თანამშრომლებს ეზრდებათ ხელფასი. ეს ადამიანები კოვიდის, ქარის, წვიმის მიუხედავად, 24 საათის განმავლობაში არიან ქალაქში და ასუფთავებენ, რომ ჩვენ სუფთა...
საპროტესტო მსვლელობა დაიწყო - ოპოზიციის ლიდერები და აქციის მონაწილეები მეტრო "ავლაბრის" ტერიტორიიდან რამდენიმე წუთის წინ დაიძრნენ და ბარათაშვილის დაღმართის გავლით მიემართებიან.
გზის მეორე მხარეს უკვე მობილიზებულია პოლიციაც. აქციის მონაწილეები მსვლელობით ორივე სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვას გეგმავენ. გზა ჩაკეტილი 2 საათით იქნება.
გიგი უგულავამ ირაკლი კობახიძეს და "ქართულ ოცნებას" კონსტიტუციის 21-ე მუხლი შეახსენა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის მიხეილ...
"საერთაშორისო გამჭირვალობა — საქართველოს" განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში 53 საჩივარი/სარჩელი შეიტანეს, საიდანაც 33 არ დაკმაყოფილდა.
მათი ინფორმაციით, 20 საჩივარი შემაჯამებელ ოლქში დაფიქსირებულ მნიშვნელოვან დისბალანსს, ხოლო 33 კენჭისყრის დღეს დაფიქსირებულ დარღვევებს ეხებოდა, საიდანაც საარჩევნო კომისიებში 24, ხოლო სასამართლოში 9 არ დააკმაყოფილეს.
ორგანიზაციის განცხადებით, ისინი შემაჯამებელ ოქმებში მნიშვნელოვანი დისბალანსის გამო შედეგების ხელახალ გადათვალასაც ითხოვდნენ, რაც საოლქო საარჩევნო კომისიებმა...
წინა სტატია
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი თემურ ჭყონია იმ სფეროებს ასახელებს, სადაც წალენჯიხაში ინვესტირებას გეგმავს. ამ საკითხზე მან BM.GE-სთან ისაუბრა.
სპორტი, განათლება, ინფრასტრუქტურა - სწორედ ეს სფეროები აინტერესებს ბიზნესმენს. ის აცხადებს, რომ ამ სექტორებში მას გამოცდილებაც აქვს და მისი დაინტერესებაც აქედან მომდინარეობს.
„მაქვს ბავშვთა სპორტის განვითარების გამოცდილება. ხშირად მესმის ქილიკი ადამიანების მხრიდან, მაგრამ ეს ჩემზე არ მოქმედებს. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ წალენჯიხას...
ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსურის დოკუმენტი 46 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო წელს პრიორიტეტული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, დასუფთავება და გარემოს დაცვა, განათლება და კულტურა, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები:
ინფრასტრუქტურის განვითარება - 9,875 ათასი ლარი;
დასუფთავება და გარემოს დაცვა განისაზღვრა - 6,990...
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა ბიზნესმენ თემურ ჭყონიას შეხვდა – ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, რეალური გარღვევის შანსი გაჩნდა.
“ბევრი კარგი ამბავი მომაქვს, ჩემო წალენჯიხელებო,რეალური სიკარგეები...
ახლა ხედვების შეჯერების და საქმის კეთების დროა. "ხარისხიანი, სწორი, სწრაფი"- სლოგანი,რომელიც ამ შეხვედრაზე დაიბადა!
ნურავინ იფიქრებთ,რომ პროცესი თქვენი თანამონაწილეობის და ჩართულობის გარეშე განვითარდება.
წალენჯიხა ყველასია. გულშემატკივართა და თანამონაწილეთა წრე წალენჯიხის ირგვლივ უკვე იკვრება!
შანსი გაჩნდა, რეალური...
ქალაქ ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტი ითვალისწინებს საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, საინჟინრო (ჰიდროტექნიკური) ნაგებობის აღდგენა-რეაბილიტაციას, ტერიტორიის გამწვანება-კეთილმოწყობას, მისასვლელი გზებისა და სანიაღვრე არხების მოწყობას, ღობეების რეაბილიტაციას.
კუნძულის სანაპირო ზოლზე მოეწყობა დაღუპულ მეზღვაურთა მონუმენტი.
როგორც ფოთის მერიაში განმარტავენ, სამუშაოების ღირებულება 2 560 000 ლარს შეადგენს.
კუნძულის სანაპიროს 2 000 - მეტრიან ზოლზე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































