ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გრიპის და კოვიდ ვაქცინებს შორის ინტერვალის დაცვა რეკომენდებული არ არის და შესაძლოა, ორივე ერთდროულად გაკეთდეს.
როგორც გაბუნიამ განმარტა, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო ვაქცინაციის ჩატარება ნებისმიერი მსურველისთვის პირველ დეკემბრამდე შესაძლებელია უსასყიდლოდ იმ დაწესებულებეში, სადაც ხდება გრიპის ვაქცინაცია.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრს დეტალური ნუსხა აქვს იმ დაწესებულებების, სადაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შესაძლებელია. გრიპის და კოვიდ ვაქცინებს შორის...
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებულები და ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო საზღვრით, „პისიარ“ ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.
აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას განაცხადა.
“პისიარ“ ტესტის ვალდებულება აცრილი ადამიანებისთვის იხსნება. საჰაეროზე ისედაც მოხსნილი იყო „პისიარის“ ვალდებულება“,- აღნიშნავს ღიბრაძე.
ზოოპარკის ჩაქვში გადატანის შესახებ 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
ბათუმის მერის თქმით, მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოველებისთვის საჭირო პირობები მოეწყობა. ბათუმის ცენტრალურ პარკში ზოოკუთხის ტერიტორიაზე კი, არჩილ ჩიქოვანის თქმით, სარეკრეაციო ზოლი გაშენდება.
წინა სტატია
გარკვეული შეთანხმების შედეგად, სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობის ის წარმომადგენლები, რომლებიც 10 წლის წინ გასხვისებული საძოვარი ფართობების დაბრუნების მოთხოვნით, ავტობანის გადაკეტვას გეგმავდნენ, დაიშალნენ.
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თამაზ შიოშვილის განცხადებით, მიწის მესაკუთრე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს სადაო ფართობებზე დაახლოებით 10 დღის - ორი კვირის ვადით შეაჩერებს და აღნიშნული დრო მოხმარდება გამოსავლის მოძებნას.
„ამ მიწების გასხვისების პროცესი ჯერ კიდევ 2008-ში დაიწყო. 2011 წელს კი, საბოლოოდ...
წყალმომარაგების კომპანია სოფელ ახატანის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამშენებელო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს.
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 4 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
დღეის მდგომარებით, სოფელ ახატანში არსებული წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, დიდია სასმელი წყლის დანაკარგი, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.
სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია არსებული სათავე ნაგებობისა და რეზერვუარის რეაბილიტაცია, გარდა ამისა მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი.
პროექტის შედეგად სოფელ ახატანში მცხოვრები 1...
1 დეკემბრიდან კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში მაყურებელთა რაოდენობა 30%-დან 50%-მდე გაიზრდება. გადაწყვეტილება საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ გამოაცხადა.
კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში მაყურებელთა რაოდენობა შეზღუდული იყო.
1 დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტის სისტემა ამოქმედდება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან რესტორნებისთვის საათობრივი შეზღუდვა იხსნება. აქამდე მათ მუშაობა 23:00 საათამდე შეეძლოთ.
"ისინი შეძლებ იმუშაონ იმდენი ხანი, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან", - თქვა გიორგი ღიბრაძემ.
მან აქვე განმარტა, რომ 1 დეკემბრიდან რესტორნებში შესვლა მხოლოდ მწვანე პასპორტით იქნება შესაძლებელი.
24 ნოემბრიდან, ქუთაისის 2022 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი საჯარო განხილვაზე გადის.
პირველი შეხვედრა დღეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტის პროექტს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს გააცნობს.
პროექტის მიხედვით, მომდევნო წლის ბიუჯეტის მოცულობა 82 მილიონამდე ლარი იქნება. პრიორიტეტული სფეროები სოციალური, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურაა.
ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი განსახილველად უკვე შევიდა საკრებულოში. პროექტი განიხილეს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა...
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების გამო, კრწანისის რაიონში, ორთაჭალის ქუჩის შუა ნაწილი, 25 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, ორმხრივად ჩაიკეტება, - ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩაზე კრწანისის რაიონის გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაასრულა. ამ ეტაპზე კი, იწყებს საჰაერო კომუნიკაციების მიწისქვეშ ჩატანისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც გულისხმობს ასფალტის ახალი საფარის დაგებას, გზის...
ხარაგაულში დილის 9 საათზე, ძველი შემადგენლობის საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბა და მერისა და საკრებულოს თავმჯდომარისთვის მანქანების შესაძენად ბიუჯეტში ცვლილება შეიტანეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
მუნიციპალიტეტში, სადაც უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობა ცხოვრობს და ეპიდვითარებამ კიდევ უფრო დაამძიმა მდგომარეობა, 150 000 ლარი 2 ახალი ავტომობილისთვის გამოიყოფა.
საკრებულოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში ჩუმად, რეგლამენტისა და პროცედურების დარღვევით შეიტანეს და მხოლოდ საკრებულოს სხდომაზე...
კახეთში ახალი 4-ზოლიანი მაგისტრალი უნდა აშენდეს. მშენებლობის პირველი ნაწილი თბილისიდან საგარეჯოს მიმართულებით 35.2-კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი გზის მოწყობას ითვალისწინებს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ამ გზის ძირითად – 31.5-კილომეტრიან მონაკვეთს ჩინური China Road and Bridge Corporation-ი და თურქული Gocay Insaat Taahhut ve Ticaret-ისა და “მაქრო ქონსთრაქშენის” კონსორციუმი 463.3 მილიონ ლარად ააშენებს. აღნიშნული გზის მონაკვეთის სატენდერო ღირებულება 575...
წინა სტატია
დაპირისპირება გორის სოფელ ზეღდულეთში - მოსახლეობამ ცოტა ხნის წინ გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. 400-მე ადამიანმა პოლიციის კორდონი გაარღვია, სამართალდამცავებმა ერთი პირიც დააკავეს, თუმცა ის ამ დროისთვის გათავისუფლებულია.
ადგილობრივების მოთხოვნაა 100 ჰა მიწის ფართობი სოფელს დაუბრუნდეს, რომელიც რამდენიმე პირზე გასხვისდა. სოფლის მცხოვრებლები ერთი კვირაა ფაქტს აპროტესტებენ, რადგან მიწის მფლობელმა ფართობის დამუშავება გადაწყვიტა, ადგილობრივები კი საძოვრების გარეშე რჩებიან.
ადგილზე ცოტა ხნის წინ...
წინა სტატია
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, თუ მისი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ის ყველას ბოდიშის მოხდას მოსთხოვს.
საქმე ეხება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გასაჯაროებულ სკანდალურ აუდიო ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ბათუმის საკრებულოს დეპუტატს ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმებით ემუქრებოდნენ, რამდენიმე დღეში კი ნუგზარ ფუტკარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა. საქმეში ფიგურირებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა დავით რიჟვაძეც.
თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ თუ...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიცია ვადამდელი და სრულად პროპორციული არჩევნების საკითხის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს.
"მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გარშემოც ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს, არის ვადამდელი, სრულად პროპორციული არჩევნები. საზოგადოების თითოეულმა წარმომადგენელმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად და სწორად უნდა გაიგოს, თუ რატომ ითხოვს განსხვავებული, მრავალფეროვანი ოპოზიციური სპექტრი ვადამდელ, სრულად პროპორციულ არჩევნებს და დაბალ ბარიერს. ცვლილებები არის ერთადერთი გამოსავალი. საზოგადოება ძალიან მალე...
შემდეგი სტატია
ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
კირთაძის თქმით, ოცნებას საკრებულოში უმრავლესობისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციიდან ერთი დეპუტატის გადაბირება სჭირდებოდა, ერთ-ერთი პირველი კი, ვისზეც ზეწოლა დაიწყო, ნუგზარ ფუტკარაძე იყო.
კირთაძემ ბრიფინგზე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მისივე თქმით, ისმის, როგორ სთავაზობენ ფუტკარაძეს...
წინა სტატია
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ადგილობრივები მიწის ფართობის გასხვისებას აპროტესტებენ. სოფლის მოსახლეობა ჯერ სოფელში შეიკრიბა, შემდეგ კი ცენტრალური მაგისტრალისკენ გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები მაგისტრალის გადაკეტვას აპირებდნენ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც ხმაური მოჰყვა.
საუბარია სოფელ ზედღულეთში არსებულ 75 ჰექტარ მიწის ფართობზე, საიდანაც 50 ჰექტარი კერძო მესაკუთრისაა, 25 ჰექტარი კი შპს „ფუდლენდის“ საკუთრებაშია.
ზეღდულეთის მოსახლეობა ამბობს, მიწა ჯერ კიდევ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































