1 დეკემბრიდან კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში მაყურებელთა რაოდენობა 30%-დან 50%-მდე გაიზრდება. გადაწყვეტილება საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ გამოაცხადა.
კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში მაყურებელთა რაოდენობა შეზღუდული იყო.
1 დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტის სისტემა ამოქმედდება.