1 დეკემბრიდან რესტორნებისთვის საათობრივი შეზღუდვა იხსნება

201

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან რესტორნებისთვის საათობრივი შეზღუდვა იხსნება. აქამდე მათ მუშაობა 23:00 საათამდე შეეძლოთ.

“ისინი შეძლებ იმუშაონ იმდენი ხანი, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან”, – თქვა გიორგი ღიბრაძემ.

მან აქვე განმარტა, რომ 1 დეკემბრიდან რესტორნებში შესვლა მხოლოდ მწვანე პასპორტით იქნება შესაძლებელი.