მარტვილში საკრებულოს სხდომა ხმაურისა ფონზე მიმდინარეობს. საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ 14 საკითხზე, მათ შორის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ უნდა იმსჯელოს.
ოპოზიციისთვის მიუღებელია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი წინა მოწვევის საკრებულოს წევრებმა დაამტკიცონ. ისინი სხდომაზე ახლად არჩეული საკრებულოს წევრების დასწრებასაც მოითხოვენ.
ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილები არიან ახლად არჩეული საკრებულოს წევრები, ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები. მათ სამართალდამცველები შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. „ქართული ოცნების“...
წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ, რომელიც საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაციას მართავს, მანიფესტს - “წალენჯიხის თავისუფლების ქარტია” მოაწერა ხელი.
მანიფესტი მოქალაქეთა თანამონაწილეობის საზოგადოებრივი მექანიზმს გულისხმობს. როგორც ხარჩილავამ პრეზენტაციაზე განაცხადა, ქარტიაში ასახულია ყველა ის მიდგომა, რაც მათ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებასთან დაკავშირებით აქვთ.
“პრეზენტაციაში დეკლალირებული პრინციპები და მიდგომები ასახულია “წალენჯიხის თავისუფლების ქარტიაში”. ამ წუთიდან, წალენჯიხელი მოქალაქე იქნება თანამონაწილე რეალური თვითმმართველობის”,- განაცხადა ხარჩილავამ.
გარდა ამისა,...
ზუგდიდის და ბათუმის საკრებულოებში მიმდინარე პროცესები კიდევ ერთი ნაბიჯია კონფრონტაციისკენ გადადგმული "ქართული ოცნების" მხრიდან,- ამის ფრაქცია "ლელოს" თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება" ეწინააღმდეგება მოსახლეობის ნებას, როცა საკრებულოების ძველი შემადგენლობით ცდილობს მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტის დამტკიცებას და მსგავსი პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა.
"რადგან იქ რაც ხდება ეწინააღმდეგება ქართველი ამომრჩევლის ნებას, რადგან ამ ქალაქებში მოსახლეობამ ხმა მისცა...
ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიას განცხადებით, საკრებულოს ძველი შემადგენლობით დამტკიცებული ახალი ბიუჯეტით, მერისა და მერის მოადგილეების ხელფასები "სადღაც 1 000" ლარით გაიზარდა. მისი მტკიცებით, ფინანსური რესურსი ამის შესაძლებლობას აძლევდათ.
"ბიუჯეტი გაიზარდა და განისაზღვრა 47 200 000 ლარით. ყველა პრიორიტეტი ადეკვატურად არის ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე ფინანსურად უზრუნველყოფილი.
რაც შეეხება ხელფასებს — საჯარო სექტორში, როგორც მერიაში, ასევე საკრებულოში, კანონმდებლობის შესაბამისად, იზრდება ხელფასები და ეს არის მასტიმულირებელი ფუნქცია,...
წინა სტატია
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 254 047 400 ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წლის საწყის ბიუჯეტს 103 მილონი ლარით აღემატება, ხოლო მიმდინარე წლის მოქმედ ბიუჯეტს 49 მილიონზე მეტი ლარით აჭარბებს.
გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლები 76 162 600 ლარია.
ფინანსური დახმარების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 111 მილიონი ლარით, რაც ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოცემული ტრანსფერია.
2022 წლისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 38 254...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმსა და ზუგდიდში საკრებულოს სხდომების პარალელურად მიმდინარე აქციებზე პოლიციამ ჯამში 6 ადამიანი დააკავა.
დაკავებულებს გამოძიება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
"პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე პოლიციამ ზუგდიდში 2 პირი, ხოლო აჭარაში 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა", - ამბობენ უწყებაში.
შსს აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონი დაიცვან და პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს დაემორჩილონ.
"წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის...
არცერთ ცივილურ, დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელსაც, სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” ხელში საქართველო არ მიეკუთვნება, არ ხდება, რომ ძველი მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა დაამტკიცონ მომავალი წლის ბიუჯეტი - ეს არის ნონსენსი და ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში არაფერი შეიცვლება და სწორედ ეს უნდა “ქართულ ოცნებას”,- ასე გამოეხმაურა “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.
როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველმა გუნდმა არჩევნების არსი...
„ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ პარტიული ინტერესებისთვის, იარაღად იყენებს სახელმწიფო ინსტიტუციებს, რომ ხალხის მიერ გამოხატული პოზიცია და ოპოზიციის გამარჯვება ამ მუნიციპალიტეტებში გადაამტვრიოს და ძალის გამოყენებით გააუქმოს დემოკრატიული პრინციპები, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ბათუმსა და ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის ისტორიაში ეს არის უპრეცედენტო და სამარცხვინო პროცესი.
„ჩვენ გვინდა გამოვეხმაუროთ იმ უპრეცედენტო, სრულიად თავხედურ და ძალადობრივ თავდასხმას...
ძველი საკრებულოები ბიუჯეტს იმის გამო ამტკიცებენ, რომ დრო არ დაიკარგოს - 2022 წელს ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ ერთი წამიც კი დაკარგოს, - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ბათუმის და ზუგდიდის საკრებულოებში მომხდარ ინციდენტებს გამოეხმაურა.
როგორც დავითაშვილი განმარტავს, თითოეულ მუნიციპალიტეტს ადგილზე ბიუჯეტი იმისთვის სჭირდება, რომ მერიამ შეძლოს ხალხის საჭიროებისთვის 24 საათი...
წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას განცხადებით, “ქართულ ოცნებას” ბიუჯეტი პარტიის ფინანსურ წყაროდ მიაჩნია.
როგორც ხარჩილავამ ბათუმსა და ზუგდიდში ბიუჯეტების დამტკიცებასთან დაკავშირებით დღეს განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს სცილდება.
“ის, რაც ხდება ბათუმსა და ზუგდიდში ფაქტობრივად სცილდება ბიუჯეტის ჩვეულებრივი დამტკიცების პროცესს და ძალიან გლობალურ შეფერილობას იღებს. “ქართულ ოცნებას” ბიუჯეტი მიაჩნია პარტიულ ბიუჯეტად, პარტიული ფინანსების წყაროდ და მას არ ემეტება,...
ბათუმის საკრებულოსთან, სადაც 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მივიდა.
მელიას თქმით, „გადარჩეული საკრებულოს“ მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი ამ სახელმწიფოს ნამდვილად არ უნახავს.
,,ყოველგვარ კანონიერ საფუძველს მოკლებულია ეს ხელისუფლება. მათ მორალური და პოლიტიკური საფუძველი გამოეცალათ, მხოლოდ პოლიციურ ძალებზე დგანან და როდემდე იდგებიან? ჩამოინგრევიან და ამ ყველაფერში დიდ როლს ითამაშებს ქართველი ხალხი. რაც უფრო მეტ ასეთ სისულელეს გააკეთებენ...
დღეს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა.
ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი 254 მილიონ 117 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წლის საწყის ბიუჯეტს 103 მილიონი ლარით აღემატება, ხოლო მიმდინარე წლის მოქმედ ბიუჯეტს 49 მილიონ ლარზე მეტით. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტი ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა წარადგინა. არჩილ ჩიქოვანის თქმით, ფინანსური დოკუმენტი სრულად შეესაბამება მოსახლეობის მიერ...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში, სოფლის დღესასწაული „მოსავლის თვე“ აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ფეისბუქ გვერდის მეშევეობით ავრცელებს.
"ღონისძიების მიზანია შექმნას უსაფრთხო, მხიარული, ოჯახური გარემო ყველა ასაკის ადამიანისთვის. ასევე, ხელი შეუწყოს სოფლად ცხოვრები ადამიანების წარმოჩენასა და პოპულარიზაციას.
სოფლის დღესასწაულზე მონაწილეობას მიიღებენ, მომღერალთა გუნდი ,,ჰუჯაბი“ , ქორეოგრაფიული ანსამბლები ,,იბერია’’ და ,,ენგური“ ასევე გაიმართება მასტერკლასი ძერწვაში, იქნება მარნეულში დამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
დღესასწაულზე...
პარლამენტის დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ეხმაურება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცლებს.
ხოჯევანიშვილის თქმით როდესაც ახალ ბიუჯეტს ძველი შემადგენლობა ამტკიცებს, ეს არის ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა, რითაც ქვეყანა ზარალდება.
“ის რასაც დღეს ორგანიზაცია ,,ოცნება” აკეთებს გაცდენილია ყოველგვარ გონივრულ ზღვარს, როდესაც არსებობს ახალი საკრებულო, ახალი მერები, ახალი შემადგენლობები და მომავალი წლის ბიუჯეტს ამტკიცებს საკრებულოს ძველი შემადგენლობა, ამას რაიმე სათაური მოუძებნო, უბრალოდ...
ზუგდიდის განვითარებას და აქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის მუნიციპალურის სერვისების მიღებას ვერ შეაჩერებს 30-მდე ადამიანი, რომელსაც ვიწრო პოლიტიკური ინტერესი აქვს, - ასე უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ჭეჟიამ ოპოზიციას ბრიფინგზე.
მისი თქმით, არ მისცემენ "მარგინალურ" ოპოზიციურ ძალებს შესაძლებლობას, ზუგდიდის განვითარება გააჩერონ.
"ჩვენ დავამტკიცეთ ადგილობრივი ბიუჯეტი, რათა ოპოზიციაში მყოფ დესტრუქციულ ძალებს ბიუჯეტის ჩაგდების, შესაბამისად, მუნიციპალური სამსახურების მუშაობის, ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერებისა და ჩვენს ქალაქებსა...
სამოქალქო აქტივისტი როსტომ ზარანდია გამოეხმაურა ზუგდიდის საკრებულოს მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებას. მან საკრებულოს შენობის მიმდებარედ, ერთ-ერთ შენობის კედელს მეგრულად წააწერა - უონჯღოროეფ (უსირცხვილოები). ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
მისი თქმით წერის პროცესში პოლიციამ წაართვა საღებავის ქილა, თუმცა საბოლოოდ ჩანაფიქრის დასრულება მაინც მოახერხა.
ზუგდიდის 2017 წლის საკრებულომ ოპოზიციის გარეშე, საპროტეტსო აქციის ფონზე დაამტკიცა 2022 წლის ბიუჯეტი.
საკრებულოს სხდომას მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მანამდე ოპოზიცია...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































