https://www.youtube.com/watch?v=QPuMltHLY1o&feature=youtu.be დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სიღარიბის შემცირების, მოსახლეობისთვის დასაქმებაში ხელშეწყობისა და მათი შემოსავლების გაზრდის მიზნით, ევროკავშირის პროექტი „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის“ დაიწყო. პროექტი დაფუძნებულია სოფლის განვითარების ევროპული მოდელის LEADER-ის მიდგომაზე. ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული პროექტი შექმნის ახალ სოციალურ-ეკონომიკურ შესაძლებლობებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. ასევე, ადგილობრივი მოსახლეობა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად შეძლებს საკუთარი კუთხის განვითარებაში აქტიურად ჩართვას. შეხვედრაზე მცირე ფერმერებმა, მეწარმეებმა და მოქალაქეებმა მუნიციპალიტეტში არსებულ...
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ,,ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ და ,,ლაგოდეხის განვითარების ჯგუფმა (LAG)’’, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან თანამშრომლობით,  ოფიციალურად გახსნეს სოფლის განვითარების საპილოტე პროექტი ,,ლაგოდეხის N1 საბავშვო ბაღის ახალი აღჭურვილობა’’. ღონისძიება  ქალაქ ლაგოდეხში, 2017 წლის 2 მაისს გაიმართა. სოფლის განვითარების საპილოტე პროექტი ლაგოდეხში დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას  "ქეა საერთაშორისო კავკასიაში" ახორციელებს.  პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ადგილობრივი...
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა თანამდებობა დატოვა. როგორც "ინტერპრესნიუსს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლელა გიგაურმა განუცხადა, ბესიკ წიკლაურმა თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადებით საკრებულოს 28 აპრილს მიმართა. "ბესიკ წიკლაურმა პირადი განცხადების საფუძველზე მოიხსნა უფლებამოსილება. მან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებით 28 აპრილს მიმართა. საკრებულომ ცნობად მიიღო გამგებლის განცხადება და მას უფლებამოსილება შეუწყდა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას პირველი მოადგილე ერეკლე...
თელავის საკრებულო ქალაქისთვის თვითმმართველი სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით მთავრობას წერილობით მიმართავს. აღნიშნული ინიციატივა თელავის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „ძლიერი თელავის“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვარდოშვილმა დღევანდელ სხდომაზე დააყენა. ინიციატივას მხარი საკრებულოს ყველა წევრმა დაუჭირა. თელავის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, წარმომადგენლობითი ორგანო აღმასრულებელ ხელისუფლებას უახლოეს მომავალში სპეციალურ მიმართვას გაუგზავნის. "ჩვენ, თვითოეულმა დეპუტატმა, უნდა დავაფიქსიროთ პოზიცია, ვემხრობით თუ ვეწინააღმდეგებით აღნიშნულ რეფორმას, ჩვენ ამის ვალდებულება გვაქვს საზოგადოების წინაშე. შევიმუშავოთ...
28 აპრილს, ევროკავშირმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების კიდევ ერთი ახალი პროექტი ოფიციალურად წარადგინა. პროექტს „მოსახლეობის ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის“ ორგანიზაცია „ჰექს-ეპერ საქართველო“ (HEKS-EPER Georgia) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის ხელშეწყობით, შეამციროს სიღარიბე მუნიციპალიტეტში. ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირი უკვე ახორციელებს პროექტებს ბორჯომის, ლაგოდეხისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე წელს, ევროკავშირის დაფინანსებით, სოფლის განვითარების კიდევ ხუთი ახალი პროექტი განხორციელდება,...
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტი, ყოფილი თავმჯდომარის _  დავით შარაშიძის გარდაცვალების გამო, ამ დრომდე თავისუფალია; თავმჯდომარის მოვალეობას მოადგილე უსასყიდლოდ ასრულებს და მოვალეობას თავსაც ართმევს, მაგრამ ბრძოლა ამ პოსტის დასაკავებლად, ფარული მოძრაობებიდან, აშკარად გამოვიდა სამზეოზე. როგორც უკვე ვწერდით, ამ  პოსტზე პრეტენზიას რამდენიმე კანდიდატი აცხადებდა, რომელთა შორის, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი, კლოდი მდინარაძეც იყო. მდინარაძის კანდიდატურის შესახებ, საკრებულოს...
ქალაქ თელავის საკრებულოს ინფორმაციით 26 აპრილს, თელავში, ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის ორგანიზებით, თემაზე-"ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში-ევროპული ქარტიის პრინციპები" კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ, ასევე მონაწილეობდნენ კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, კახეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ არსენიშვილი, ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი თამარ ტალიაშვილი, გენდერულ საკითხებში ნორვეგიის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის ექსპერტი...
https://www.youtube.com/watch?v=y_8Q8yKxJfo&feature=youtu.be პირველი არხი - რეალური სივრცე
ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ახალქალაქში სოფლის განვითარების პროექტს იწყებს. პროექტის პრეზენტაციას ხვალ სამცხე-ჯავახეთში ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაცია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) გამართავს. ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები,  სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, კერძო, არასამთავრობო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. პროექტი მიზნად ისახავს ქვემოდან-ზემოთ მიმართული, ინკლუზიური გადაწყვეტილებების დანერგვას, რომელიც ახალქალაქის თემებისა და ადგილობრივ ჯგუფების სრულ ჩართულობას ითვალისწინებს. განსაკუთრებული აქცენტი...
საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაცემა "ეკონომეტრი" 15 ქალაქიდან შვიდისთვის სტატუსის შესაძლო გაუქმებას საზოგადოება არაერთგვაროვნად აფასებს. რა რისკებს შეიცავს თვითმმართველი ერთეულების გამსხვილება და რამდენად უწყობს ხელს თვითმმართველობის დანერგვას ქვეყანაში? სტუმარი: თენგიზ შერგელაშვილი - ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში. https://www.youtube.com/watch?v=BnLRBHfxXF0
გორი ქალაქისა და სათემო მუნიციპალიტეტის გაერთიანების წინააღმდეგ გამოდის. საინიციატივო ჯგუფის "მეტი თვითმმართველობა" ინიციატივით, გორის უნივერსიტეტში თვითმმართველობის სავარაუდო გაუქმების საკითხზე შეხვედრა გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ექსპერტებმა, გორის საზოგადოებისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა იმსჯელეს, თუ რა შედეგი მოჰყვება გორისთვის ქალაქის სტატუსის გაუქმებას. შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ქალაქის განვითარებას ხელს შეუშლის და კანონის მიღების შემთხვევაში, გორისთვის ქალაქის სტატუსის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ. თვითმმართველი ქალაქების შესაძლო გაუქმებაზე...
საქართველოს სამ თვითმმართველ ქალაქში - თელავში, გორსა და ახალციხეში მათი ქალაქებისთვის თვითმმართველობის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით ხელისუფლების ინიციატივას აპროტესტებენ. შეხვედრებს, რომელიც დღეს თელავში, გორში, ახალციხესა და რუსთავში გაიმართა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მსჯელობდნენ, თუ რას მოუტანს ამ ქალაქებს თვითმმართველი სტატუსის გაუქმება. ქალაქებში თანხმდებიან, რომ ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მათი განვითარება შეფერხდება, ვინაიდან ქალაქს აღარ ექნება საკუთარი ბიუჯეტი,...
https://www.youtube.com/watch?v=4b-keoi5QbY&feature=youtu.be „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შვიდი თვითმმართველი ქალაქის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით მომზადებული კვლევის პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტში ორგანიზაციის მიერ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პოზიციის კონტრარგუმენტებია მოყვანილი. TI-ის შეფასებით, ყველა ის საკითხი, რომელიც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია თავმოყრილი, არა მხოლოდ აღნიშნული თვითმმართველ ქალაქებისა და თემებისთვის, არამედ ქართული თვითმმართველობის სისტემის მახასიათებელია. საუბარია ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა მოქალაქეთა ჩართულობის დაბალი დონე, მწირი ფინანსური რესურსები, გაზრდილი...
თვითმმართველობის გაუქმებაზე მსჯელობენ დღეს ახალციხეში. "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის" ინიციატივით, შესაძლო ცვლილების საჯარო განხილვა მიმდინარეობს, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ახალციხის მერი მონაწილეობენ. შეხვედრაზე ქალაქის სტატუსის გაუქმების შედეგებს განიხილავენ. მონაწილეთა აზრით, ცვლილების ძალაში შესვლის შემთხვევაში ამ ქალაქების განვითარება შეფერხდება და მთავრობის არგუმენტები  ცვლილების მისაღებად საკმარისი არაა. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი თვითმმართველობის გაუქმების წინააღმდეგია. ვლადიმერ ზედგინიძე მიიჩნევს, რომ ექსპერიმენტების დრო დასრულდა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ