თეთრიწყაროს გამგებელმა თანამდებობა დატოვა

1042

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა თანამდებობა დატოვა. როგორც “ინტერპრესნიუსს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლელა გიგაურმა განუცხადა, ბესიკ წიკლაურმა თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადებით საკრებულოს 28 აპრილს მიმართა.

“ბესიკ წიკლაურმა პირადი განცხადების საფუძველზე მოიხსნა უფლებამოსილება. მან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებით 28 აპრილს მიმართა. საკრებულომ ცნობად მიიღო გამგებლის განცხადება და მას უფლებამოსილება შეუწყდა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას პირველი მოადგილე ერეკლე კუხიანიძე ასრულებს“, – აღნიშნა ლელა გიგაურმა. მისივე თქმით, ბესიკ წიკლაურის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობიდან წასვლის მიზეზად სხვა სახელმწიფო სტრუქტურაში გადასვლა სახელდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი