ასევე, ადგილობრივი მოსახლეობა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად შეძლებს საკუთარი კუთხის განვითარებაში აქტიურად ჩართვას. შეხვედრაზე მცირე ფერმერებმა, მეწარმეებმა და მოქალაქეებმა მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს, მათ შორის ტურისტულ ზონებამდე მისასვლელი გზების მოუწესრიგებლობასა და სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის აუცილებლობაზე.
ადგილობრივ ხელისუფლებაში აღნიშნული პრობლემების შესახებ ინფორმაცია აქვთ. გამგეობაში განაცხადეს, რომ მათ მოგვარებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. პროექტს „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის“ ევროკავშირი, სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD-ის) ფარგლებში აფინანსებს. ხოლო მისი განმახორციელებელი ორგანიზაცია „ჰექს-ეპერ საქართველოა“. ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირი სოფლის განვითარების პროექტებს ბორჯომის, ლაგოდეხისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში უკვე ახორციელებს. მიმდინარე წელს კი მათ დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ქედა და ხულო დაემატა.
წყარო: GARB