თბილისის მერიის ინფორმაციით, ქვემო სამგორის საუბნო ტერიტორიაზე საგზაო კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის, 5 მისამართზე უკვე დასრულდა ასფალტის ახალი საფარის დაგება და ბორდიურების მოწყობა. "2 მისამართზე საგზაო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს, რის შემდეგაც საგზაო ინფრასტრუქტურა კიდევ 2 მისამართზე მოეწყობა. გარდა ამისა, ქვემო სამგორში, 13 მისამართზე წყალსადენის ქსელი მოეწყო; სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელები 8 მისამართზე გამოიცვალა; რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის...
თბილისის მერიის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში მედიათეკის რიგით მესამე ფილიალი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით აშენებული და აღჭურვილი შენობა მოქალაქეებს კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის კიდევ ერთ, ახალ სივრცეს სთავაზობს. ნაძალადევის რაიონში მდებარე ახალი მედიათეკა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს "თბილისის მედიათეკების გაერთიანების" ხელმძღვანელთან, გურამ ნიკოლაშვილთან ერთად გახსნა. "ახალი მედიათეკა არის უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის, რომელიც არა...
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორთან, დაგლას ბოლისთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, პანკისის ხეობაში, ქვემო ხალაწანიში USAID-ის პროექტის Zrda ფარგლებში შექმნილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა. მინისტრი ადგილობრივ უხუცესებს, მოსახლეობას, მათ შორის, ფერმერებს და სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების მიზნით აშენებულ საოჯახო სასტუმროების მფლობელებს შეხვდა. „სახელმწიფო, დონორ ორგანიზაციებთან ერთად, სოფლის მეურნეობის...
რუსთავის ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის ბავშვების რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. რუსთავის მერიის ა(ა)იპ "ბაგა-ბაღების გაერთიანების" ხელმძღვანელის ეკა ხუციშვილის თქმით, ამ ეტაპზე უკვე დასრულდა 5-6 წლის ბავშვების სააღმზრდელო ჯგუფებში ჩასარიცხად მშობლების განცხადებების მიღება, უახლოეს დღეებში კი 4-5 წლის ბავშვების მიღების პროცესი დაიწყება. "ბაგა-ბაღებში განცხადების საფუძველზე 4-5 წლის ბავშვბის ჩარიცხის პროცესი 22 მაისს დაიწყება. ადგილების რაოდენობა შეზღუდული არ არის, ასე რომ, 4-5 წლის...
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, დღეს ქუთაისში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე ტიფან სალდერი და საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ჩამოვიდნენ. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სტუმრობა ქუთაისსა და ლონდონს შორის პირდაპირი ავია მიმოსვლის დაწყების ფაქტს უკავშირდება. 18 ივნისს, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Wizz Air“ რეგულარულ ფრენებს იწყებს. საელჩოს თანამშრომელთა განცხადებით, ბრიტანეთი დაინტერესებულია ტურისტთა  ქუთაისში ხანგრძლივი დროით გაჩერებით. სტუმრები ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ და...
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობა თბილისის მერის დავით ნამრმანიას საქმიანობას  შემდეგნაირად აფასებს: ძალიან კარგად - 1%, კარგად - 7%, საშუალოდ - 33%, ცუდად - 37%, ძალიან ცუდად - 15%. აღნიშნულ კვლევსათან დაკავშირებით, თბილისის მერმა კომენტარი გააკეთა. მისი თქმით განწყობა გაცილებით უკეთესი, პოზიტიური და მაღალრეიტინგულია,  ვიდრე  ეს NDI-ს კვლევებშია ასახული: "ზოგადად NDI-ს კვლევის მეთოდოლოგიასა და მიდგომებთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლების პოზიცია საერთოა. ჩვენ ძალიან ბევრ...
ბორჯომში  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, სამუშაოები შიდა ქუჩებზე ხორციელდება. ბორჯომის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით,პროექტის ფარგლებში ფარგლებში შიდა გზებზე ყველა დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია მოხდება. მისივე განმარტებით, მოეწყობა საგზაო ნიშნები და ჩატარდება ხიდისა და ტროტუარის მოაჯირებისა და ლითონის ზედაპირიანი კონსტრუქციების სამღებრო სამუშაოები. პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ 96 633 ლარით დაფინანსდა და მას შპს „მშენებელი“ ახორციელებს. კომპანია საჭიროების შემთხვევაში გზებზე ორმოულების...
დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ”საქართველოს ფოსტა“ ახალი კონსტრუქციის პირველ ცალკე მდგომ სერვისცენტრს თიანეთის მუნიციპალიტეტში გახსნის. ღონისძიებას საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე და თიანეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დაესწრებიან. მათი ცნობით, საქართველოს ფოსტა თიანეთის სერვის ცენტრის პარალელურად 4 ახალ სერვის ცენტრს: დედოფლისწყაროში, ახმეტაში, ლაგოდეხსა და სიღნაღში გახსნის. აღსანიშნავია, რომ თიანეთის სერვის ცენტრის პრეზენტაციაზე იგეგმება კახეთის ოთხივე ფოსტის სერვის...
„პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია - ზუგდიდი ქალაქის სტატუსს უნდა დაემშვიდობოს“ - ეს ინფორმაცია „ოდიშინიუსს“ საკუთარმა წყარომ აცნობა. ინფორმაციის თანახმად, მმართველმა ძალამ დღეს თბილისში ზუგდიდის ადგილობრივი ლიდერები დაიბარა, სადაც მათ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. წყაროს თქმით, საქართველოს დედაქალაქში იმყოფება ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზია და ამავე საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი კარლო ღადუა; ზუგდიდის...
დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს წინადადებით მიმართა, კონსტიტუციის პროექტში მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირების მიმართ პოზიტიური დისკრიმინაცია დაუშვან. ამის შესახებ საკონსტიტუციო ცვილებების პროექტის საყოველთაო-საყოველთაო განხილვისას ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ამ ჩანაწერით მოხდება მთაში მცხოვრები მოქალაქეების უფლებების დაცვა. "მთის განვითარების კანონის ამოქმედებას 20 წელი ველოდებოდით. ახლა მინდა ბატონ ირაკლი კობახიძეს გადავცე საერთო წინადადება და გთხოვოთ, რომ ზოგად დებულებებში ჩანაწერი, რომ...
"აქ კრიტიკული შენიშვნები გამოითქვა ამ გუბერნატორის ინსტიტუტთან დაკავშირებით. ზოგადად, ტრადიცია გვქონდა ძლიან ცუდი",  - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თელავში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაზე განაცხადა. განხილვაზე ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოთქვა მოსაზრება, რომ გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმებით თვითმმართველობა მეტა განვითარდება. "გუბერნატორები წლების განმავლობაში როგორც ერთგვარი კომისრები გვევლინებოდნენ, ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ იყო ასეთი დამოკიდებულება, თუმცა მადლობა დღეს ეს რადიკალურად არის შეცვლილი. რაც შეეხება იმ...
თუ ფიქრობთ, რომ თვითმმართველობების გაზრდამ არ გაამართლა, იფიქრეთ იმაზე, რომ კადრებმა არ გაგიმართლათ იმ თვითმმართველობებში და არა თვითონ სისტემამ, - ამის შესახებ თელავში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას, მოქალაქე ნოდარ რეჟიშვილმა განაცხადა. მან ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა და თვითმმართველობების გაძლიერებისკენ მოუწოდა. "სანამ პარლამენტამდე მივა ეს საკითხი, მინდა გთხოვოთ გაითვალისწინოთ, დეცენტრალიზაცია დემოკრატიულ პირობებში არის მნიშვნელოვანი. მოგვეცით უფლება, რომ თელავი იყოს თვითმმართველი ქალაქი. მესმის, სწრაფად...
https://www.youtube.com/watch?v=9UT4FZ5iWck საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა თელავში ცხარე კამათის პირობებში ჩატარდა.
დუშეთის მუნიციპალიტეტში 27 მიმართულებით კვირაში ორჯერ ან ერთხელ იაფი ტრანსპორტი იმოძრავებს. მგზავრობის ღირებულება 50 თეთრიდან 1 ლარამდეა. იაფი ტრანსპორტით სარგებლობა დუშეთის რაიონში გადაადგილების მსურველ ყველა პირს შეუძლია, მათ შორის ტურისტებსაც, რომლებსაც გუდამაყრის, ფშავის, პირაქეთა ხევსურეთის ან სხვა სოფლების დათვალიერება სურთ. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაჟა ჩოხელის განცხადებით, წლების განმავლობაში დუშეთის სოფლების მცხოვრებლებს ძალიან უჭირდათ რაიონულ ცენტრამდე გადაადგილება, რადგან ბევრ სოფელში მოსახლეობის მცირე...
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკითხი არ გადაისინჯება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოვეთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა. ”ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებით სერიოზული მსჯელობა იყო. საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ, რომ ის ძირითადი გზავნილი დაგვეტოვებინა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში ჯერ კიდევ 1995 წელს ჩაიდო. გზავნილის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, მანამდე ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის...
"ხელი არ დაადოთ თვითმმართველი ქალაქის - თელავის სტატუსს - ამ სისტემამ მართლა გაამართლა", - ასე მიმართა თელავში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვისას "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს მოქალაქე არჩილ მჭედლიშვილმა. "თვითმმართველობის საკითხი ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულია. მე, როგორც ერთი მოქალაქე, გთხოვთ, გემუდარებით, ხელი არ დაადოთ თვითმმართველი ქალაქის - თელავის სტატუსს. ხელი არ დაადოთ, თავი დაანებეთ! 2014 წლიდან დღემდე ამ სისტემამ მართლა გაამართლა როგორც...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ