მოქალაქე არჩილ მჭედლიშვილი: ხელი არ დაადოთ თვითმმართველი ქალაქის – თელავის სტატუსს!

1105

“ხელი არ დაადოთ თვითმმართველი ქალაქის – თელავის სტატუსს – ამ სისტემამ მართლა გაამართლა”, – ასე მიმართა თელავში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვისას “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს მოქალაქე არჩილ მჭედლიშვილმა.

“თვითმმართველობის საკითხი ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულია. მე, როგორც ერთი მოქალაქე, გთხოვთ, გემუდარებით, ხელი არ დაადოთ თვითმმართველი ქალაქის – თელავის სტატუსს. ხელი არ დაადოთ, თავი დაანებეთ! 2014 წლიდან დღემდე ამ სისტემამ მართლა გაამართლა როგორც თემში, ასევე ქალაქში. მე არ ვიცი, სხვაგან რა ხდება, მაგრამ ზუსტად ვიცი, თელავში რა ხდება და რა ხდება თვითმმართველ თემში. ზუსტად ვიცი, რამდენი რამ დადებითისკენ წავიდა, რაც ჩვენ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მოვიპოვეთ და რაც თვითმმართველი თემი ჩამოყალიბდა. ძალიან გთხოვთ, თავი დაანებეთ – ამაზე ცუდს ვერაფერს გააკეთებთ! მიუშვით განვითარდეს ადგილობრივი თვითმმართველობა. თუ ნამდვილად გვინდა ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება, კართაგენი უნდა დაინგრეს. დაანგრიეთ, მოსპეთ სისტემური ხორცმეტი – რწმუნებულ-გუბერნატორის ინსტიტუტი. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა არჩილ მჭედლიშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი