“აქ კრიტიკული შენიშვნები გამოითქვა ამ გუბერნატორის ინსტიტუტთან დაკავშირებით. ზოგადად, ტრადიცია გვქონდა ძლიან ცუდი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თელავში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაზე განაცხადა. განხილვაზე ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოთქვა მოსაზრება, რომ გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმებით თვითმმართველობა მეტა განვითარდება.
“გუბერნატორები წლების განმავლობაში როგორც ერთგვარი კომისრები გვევლინებოდნენ, ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ იყო ასეთი დამოკიდებულება, თუმცა მადლობა დღეს ეს რადიკალურად არის შეცვლილი. რაც შეეხება იმ პრაქტიკას, როდესაც გუბერნატორი თავზე აჯდა, უკაცრავად ამ ტერმინისთვის, თვითმმართველობას და ერეოდა მის ფუნქციებში, ეს პრაქტიკა დღეს აღარ არის ჩამოყალიბებული”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წყარო: აიპრესი