დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ”საქართველოს ფოსტა“ ახალი კონსტრუქციის პირველ ცალკე მდგომ სერვისცენტრს თიანეთის მუნიციპალიტეტში გახსნის.
ღონისძიებას საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე და თიანეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დაესწრებიან.
მათი ცნობით, საქართველოს ფოსტა თიანეთის სერვის ცენტრის პარალელურად 4 ახალ სერვის ცენტრს: დედოფლისწყაროში, ახმეტაში, ლაგოდეხსა და სიღნაღში გახსნის.
აღსანიშნავია, რომ თიანეთის სერვის ცენტრის პრეზენტაციაზე იგეგმება კახეთის ოთხივე ფოსტის სერვის ცენტრებიდან ვიდეო ჩართვები, სადაც თიანეთში ჩასულ სტუმრებს ვიდეო ტრანსლაციის საშუალებით საშუალება მიეცემათ პარალელურ რეჟიმში დააკვირდნენ კახეთის ოთხი სერვის ცენტრების გახსნას.
წყარო: ინტერპრესნიუსი