დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები ქუთაისში იმყოფებიან

863

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, დღეს ქუთაისში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე ტიფან სალდერი და საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ჩამოვიდნენ.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სტუმრობა ქუთაისსა და ლონდონს შორის პირდაპირი ავია მიმოსვლის დაწყების ფაქტს უკავშირდება. 18 ივნისს, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Wizz Air“ რეგულარულ ფრენებს იწყებს. საელჩოს თანამშრომელთა განცხადებით, ბრიტანეთი დაინტერესებულია ტურისტთა  ქუთაისში ხანგრძლივი დროით გაჩერებით.

სტუმრები ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ და ვიცე გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა მიიღეს. შეხვედრას ქუთაისის ჯანდაცვის ობიექტების, საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების და ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.