მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთარებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამა იწყება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ჩვენი ქვეყნისთვის მთიანი რეგიონები მნიშვნელოვანია და იმისთვის, რომ არ მოხდეს მოსახლეობისგან დაცლა და ხელი შეეწყოს მთაში მცხოვრებლების სოციალური პირობების გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამით გამოდის. ამისთვის პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს მადლობა...
C ჰეპატიტის პროგრამით მოსარგებლეთა არეალი ფართოვდება. პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირები C ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი თაობის ძვირდაღირებულ მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ. საკითხს დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ფარმაცევტულ კომპანია „გილეადთან“ გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდული, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მხცოვრები პირები, ვისაც პირადობის ნეიტრალური მოწმობა, ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი აქვს, C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვას შეძლებენ. სამინისტროსვე ინფორმაციით, C ჰეპატიის პროგრამაში ამ დროისთვის...
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ პირველ ოტობაიაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც გალის დე ფაქტო ადმინისტრაცია იუწყება, წუხელ დაახლოებით 2:20 საათზე სოფლის გამგებლის, ვიტალი სოროკინის სახლში დაუდგენელმა პირმა ან ჯგუფმა სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდო. როგორც ე.წ. გალის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სოროკინი შემთხვევის დროს ოთახში არ იმყოფებოდა და სრულიად შემთხვევით გადარჩა. ადგილზე დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავები იმყოფებიან. წყარო: ლაივპრესი
ქალაქ ზუგდიდის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ირაკლი ყალიჩავამ, არჩილ თოდუამ, კახა ჯიქიამ, გიორგი შელიამ, ეკა მინჯორაიამ და ინგა შონიამ პროტესტის ნიშნად დატოვეს. ამის მიზეზი ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს მიერ 2017 წლის 22 მაისს მიღებული გადაწყვეტილებაა ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის თემის ერთ მუნიციპალიტეტად გაერთიანების შესახებ. საბჭოს შემადგენლობიდან გასვლის თაობაზე განცხადება მათ დღეს გაავრცელეს.  "საბჭო თავიდანვე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა თვითმმართველი ქალაქ ზუგდიდის გაუქმების იდეას. როგორც...
თვითმმართველობის გარანტიები ახალ კონსტიტუციაში უფრო ძლიერდება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, თვითმმართველობის რეფორმის შესახებ საზოგადოების ინფორმირება ხელისუფლების მრიდან ინტენსიურად მოხდება. თალაკვაძის განცხადებით, თვითმმართველობის გაუქმების შესახებ ოპონენტები ცრუ ინფორმაციებს ავრცელებენ. "ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია შედგა და რაც ამ ცვლილებების გარშემო არსებობს, ყველა საკითხი განვიხილეთ. თვითმმართველობასთან დაკავშირებით ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ თვითმმართველობის გარანტიები ახალ...
საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვაზე, რომელიც ოზურგეთში გაიმართა, მოსახლეობამ ქართული ოცნების წარმომადგენლებს, ოზურგეთისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით, 200-მდე ხელმოწერა გადასცა. საერთო-სახალხო განხილვაზე თვითმმართველობის საკითხს მოსახლეობამ დიდი ყურადღება დაუთმო და შეკითხვათა უმრავლესობაც სწორედ თვითმმართველობას შეეხებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. მისი განცხადებით, თვიმმართველობის გარანტიები ახალ კონსტიტუციაში "კიდევ უფრო ძლიერდება". "ის მიმდინარე პროცესები, რასაც მთავრობა ახორციელებს, არის მმართველობის რეფორმის...
ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, პირველი მოადგილის პოსტზე ალქსანდრე მეტრეველი დანიშნა. მეტრეველმა გუბერნატორის ახლა უკვე ყოფილი პირველი მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი შეცვალა. რაც შეეხება მეორე მოადგილეს, ამ თანამდებობაზე ზაურ დარგალი დაინიშნა. ზაურ დარგალი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა ქვემო ქართლის რეგიონში. ზაურ დარგალმა  დაადასტურა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და აღნიშნა, რომ...
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია, რომელიც 2014 წელს ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებას ითხოვდა, დღეს აცხადებს, რომ ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის ჩამორთმევით აპოკალიპსური არაფერი მოხდება. ამის შესახებ მან facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. ქვარაიას თქმით, ზუგდიდს, როგორც ქალაქს, საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, ის ამჯერად ზუგდიდის, როგორც თვითმმართველი ქალაქის საჭიროებაზე აღარ საუბრობს. "მინდა გამოვეხმაურო ადგილობრივი...
https://www.youtube.com/watch?v=6KvZ1pjFrFw ქალაქ ზუგდიდის მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის საორგანიზაციო განყოფილების უფროსის რომან დარასელიას განცხადებით, მას არ მოსწონს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამთავრობო კომისიის წინადადება მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე. საკუთარი პოზიცია რომან დარასელიამ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვისას დააფიქსირა, მაშინ როცა სიტყვით გამოვიდა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან კონჯარია. საკრებულოს წევრმა განაცხადა, რომ რეალურად ქალაქისა და თემის გაერთიანებას საჯარო მოხელეები არ ემხრობიან, თუმცა...
ბორჯომში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან გვაცნობეს, მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება ლიკანში, სადაც ცენტრალურ მაგისტრალზე გზის საფარი 2 კილომეტრ მეტ მონაკვეთზე იგება. მთავარი გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ორმოულების შეკეთებაც ხდება. სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებს. გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, პარალელურად დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა-რეაბილიტაცია შიდა გზებზეც მიმდინარეობს, რომელიც ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა დააფინანსა. გამგებლის განმარტებით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე საგზაო ნიშნების, ხიდისა და...
თბილისის საბავშვო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია 7 ივლისს, 13:00 საათზე დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თემურ თორდინავას თქმით, თბილისის საჯარო ბაღებში 2017-18 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი დაიწყება 7 ივლისს, 13:00 საათზე, რომლის დროსაც რეგისტრაციას სააგენტოს ვებ-გვერდზე გაივლიან სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური...
ბაგა-ბაღებიდან კორუფციის აღმოფხვრის მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რეგისტრაციის პროცესი სკოლამდელი აღზრდის ცენტრში ჩატარდეს, - ამის შესახებ მარნეულის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელმა ზაურ ქარამოვმა განაცხადა „შემთხვევები იყო და ვრცელდებოდა ხმები, რომ ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პროცესში ადგილი ჰქონდა კორუფციას და ე.წ. ჩაწყობებს. ამ პრაქტიკის აღმოსაფხვრელად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რეგისტრაცია საბავშვო ბაღის ნაცვლად ცენტრში ჩატარდეს. ეს ამ ეტაპზე იგეგმება, სამომავლოდ კი, ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას...
ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმამ პრაქტიკაში გარკვეული პრობლემები წარმოქმნა. ამის შესახებ კახა კალაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით განხორციელებული რეფორმის შედეგად პრაქტიკაში მიღებული იქნა ძალიან მძიმე შედეგი. ,,გარკვეული პრობლემები წარმოქმნა ერთ პატარა ქალაქში მერის, გამგებლის არსებობამ. ძალიან გაიზარდა ბიუროკრატია, პრობლემური გახდა პრობლემების მოგვარება, კონკრეტული პროექტების განხორციელება",- განაცხადა...
ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამით, ვაკის რაიონში 97 სხვადასხვა სახის პროექტი დაფინანსდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მათ შორისაა ლიფტების განახლება, შიდა წყალ-კანალიზაციის რეაბილიტაცია, სახურავების შეკეთება, საერთო სარგებლობის კიბის განახლება, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია, წყალსაწრეტი მილების დამონტაჟება. „სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 64 მისამართზე უკვე მიმდინარეობს. კიდევ 33 მისამართზე კი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება“, - ნათქვამია ინფორმაციაში. წყარო: ინტერპრესნიუსი
მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ზემოხსენებული ცვლილება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების აუცილებლობით არის გამოწვეული.  ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს ცვლილება ქვეყანას ძვირად დაუჯდება. საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთხმად აკრიტიკებენ ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც საქარველოს 7 თვითმმართველ ქალაქს სტატუსის გაუქმება ემუქრება. "ეს  უკან გადადგმული ნაბიჯია", - აცხადებენ ექსპერტები. თუ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილება ძალაში შევა,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ