ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმამ პრაქტიკაში გარკვეული პრობლემები წარმოქმნა. ამის შესახებ კახა კალაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით განხორციელებული რეფორმის შედეგად პრაქტიკაში მიღებული იქნა ძალიან მძიმე შედეგი.
,,გარკვეული პრობლემები წარმოქმნა ერთ პატარა ქალაქში მერის, გამგებლის არსებობამ. ძალიან გაიზარდა ბიუროკრატია, პრობლემური გახდა პრობლემების მოგვარება, კონკრეტული პროექტების განხორციელება”,- განაცხადა კალაძემ.
წყარო: ინტერპრესნიუსი