მარნეულის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელი: ბაღებიდან კორუფციის აღმოფხვრის მიზნით, რეგისტრაციის პროცესი ცენტრში ჩატარდება

1060

ბაგა-ბაღებიდან კორუფციის აღმოფხვრის მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რეგისტრაციის პროცესი სკოლამდელი აღზრდის ცენტრში ჩატარდეს, – ამის შესახებ მარნეულის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელმა ზაურ ქარამოვმა განაცხადა

„შემთხვევები იყო და ვრცელდებოდა ხმები, რომ ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პროცესში ადგილი ჰქონდა კორუფციას და ე.წ. ჩაწყობებს. ამ პრაქტიკის აღმოსაფხვრელად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რეგისტრაცია საბავშვო ბაღის ნაცვლად ცენტრში ჩატარდეს. ეს ამ ეტაპზე იგეგმება, სამომავლოდ კი, ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას ვგეგმავთ“, – აცხადებს ზაურ ქარამოვი.

მარნეულის ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 1-ელ ივნისს, 9.00 საათზე დაიწყება და 30 ივნისს, 18.00 საათამდე გაგრძელდება. პატარები, რომლებიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში პირველ ეტაპზე ვერ მოხვდებიან, ნომერი მიენიჭებათ და ვაკანტური ადგილის გამოჩენის შემთხვევაში, ბაგა-ბაღში რიგითობის მიხედვით ჩაირიცხებიან.

წყარო: ინტერპრესნიუსი