თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და დედაქალაქში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობის მიზნით გამართულ აუქციონში გამარჯვებულ „კონსალტინგ გრუპს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულება წლის ბოლომდე, თბილისში 30 საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობას ითვალისწინებს. ხელშეკრულებას ხელი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ და „კონსალტინგ გრუპის“ დირექტორმა შაჰრიარ მოჰამმადიასლმა მოაწერეს. თბილისის მერიამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საზოგადოებრივი ტუალეტების მოსაწყობად 30 ადგილი აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას ოცწლიანი სარგებლობის...
დღეს, ბათუმის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხზე იმსჯელეს. სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ბათუმის 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტი ჯამში 4,100.0 ათასი ლარით იზრდება. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილის არჩილ ვანაძის განცხადებით, აღნიშნული თანხები განათლების, ჯანდაცვისა და ინფრასრტუქტურულ პროგრამებზე გადანაწილდება. „ცვლილებები შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“...
#39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოსახლეობასთან დასკვნითი საჯარო შეხვედრა გამართა. კომისიის წარმომადგენლებმა მოსახლეობას 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. „ვესაუბრეთ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რეგისტრაციებზე, კენჭისყრის დღის პროცედურების თანმიმდევრობაზე, ასევე გვაინტერესებდა ხელი ხომ არ ეშლებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან და დაბრკოლებები ხომ არ ხვდებათ არჩევნების დღეს“, – განაცხადა #39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა როსტომ მაგრაქველიძემ. მისივე თქმით, მოსახლეობაში...
დაბა ბაკურიანში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაიწყო. ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, აღმაშენებლის ქუჩაზე გზის საფარი რეაბილიტაცია მოხდება. გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოები დიდველის გზიდან განხორციელდება. "ქუჩაზე გზის სავალი ნაწილი წლებია დაზიანებული იყო რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა. პროექტის მიხედვით, გზაზე გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, მოწესრიგდება 450მ სიგრძის მონაკვეთი, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 113 382 ლარი გაიხარჯება. განახლებული ინფრასტრუქტურა საკურორტო ზონისათვის უმნიშვნელოვანესია და ამ მიმართლებით სამუშაოები...
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში გაიმართა მრჩეველთა საბჭოს #11 სხდომა. სადაც ცენტრმა "აფხაზეთმა" გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური ბიუჯეტის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინა. მონიტორინგის მიზანი მუნიციპალიტეტის სოციალური ბიუჯეტის ეფექტური დაგეგმარება და სოციალური სერვისების გაუმჯობესება გახლდათ. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად  მომზადდა რეკომენდაციები და წინადადებები. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას კი მრჩეველთა საბჭოს მხრიდან სარეკომენდაციო წერილები მომავალ თვეს მიეწოდება. პროექტი "სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების...
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, თბილისის ყოფილი ვიცე მერი გრიგოლ ლილუაშვილი მიესალმება თბილისის მერობის პოსტზე კახა კალაძის კანდიდატურას. ლილუაშვილის განცხადებით კალაძის კანდიდატურა აქტიურად განიხილება და მიაჩნია, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო მერი იქნება თბილისისთვის. "კახი კალაძე განიხილება მერობის ერთ-ერთ კანდიდატად.  ვფიქრობ, ის იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მერი თბილისის ისტორიაში თავის უნარ-ჩვევებით, პროფესიონალიზმით და წესიერებით, თუმცა, ეს გუნდის გადასაწყვეტია. გუნდს ჯერ კონკრეტულად კანდიდატი არ...
დღეს სოციალურ ქსელ facebook-ში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ თბილისიდან სოფელ ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, ზუსტად იმ ადგილას, სადაც 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობისას ტერიტორია დაიმეწყრა, სამშენებლო ნარჩენებს ყრიან. ვიდეოს ავტორის ინფორმაციით, ტერიტორიაზე მოსახლეობა ხშირად ნახულობს სამშენებლო ნარჩენით სავსე მანქანებს, რომლებიც ნარჩენს ხევში ყრიან. მანქანის მძღოლი, რომელიც კადრებშია დაფიქსირებული, ამბობს, რომ მას ამის ნებართვა აქვს. კადრებში, მანქანაზე დაფიქსირებულია კომპანიის ტელეფონის...
"თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკური პარტია" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ერთიანი ბლოკით წარსდგებიან.  ამის შესახებ სასტუმრო "ბეტსიში" გამართულ პრესკონფერენციაზე ორი პარტიის ლიდერებმა: შალვა შავგულიძემ და ხათუნა სამნიძემ განაცხადეს. მათი თქმით, გაერთიანების საფუძველი იდეოლოგიური თანხვედრაა, რომელიც ორივე პროდასავლურ ძალას აერთიანებს. როგორც შალვა შავგულიძემ აღნიშნა, საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ როდესაც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში თავისი მოსვლა გაახმოვანა, მან დასაყდენად ორი პოლიტიკური ძალა -...
სააკაძის მოედნის გამწვანებული ტერიტორიის აღდგენა-მოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიის 3545კვ. მეტრზე, მოეწყო სარწყავი სისტემა, დაიდგა დეკორატიული ლამპიონები. ტერიტორიაზე დაირგო ზეთისხილი, გართხმული ღვია, ტუია, 700 ძირი ვარდი. 1212 კვ. მეტრ მიწის ფართობზე დაიგო ბალახი. ბილიკები დაფარულია დეკორატიული ქვიშით. სამუშაოები, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „ მწვანე სახლმა“ შეასრულა. #თბილისი2017 #გაამწვანეშენიქალაქი ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და განვითარებასთან ერთად ქალაქ ანაკლიის პროექტის განვითარება იწყება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს. მათი ცნობით, ახალ კომპანიას ქეთი ბოჭორიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე საქართველოს ეკონომიკისა და  მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა. ქალაქ ანაკლიას კომპანია „ანაკლია სითი“ განავითარებს, რომლის თანადამფუძნებლები „თიბისი ჰოლდინგი“ და „კონტი ჯგუფი“ არიან. იმავე კომპანიებმა დააფუძნეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიაში ღრმაწყლოვან...
ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის და ქუთაისის მერიის ერთობლივი პროექტის მიხედვით, პარკის ტერიტორია 8 000 კვ-მ დაწნეხილი და დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება. ასევე პარკის ტერიტორიაზე განთავსდება მოსასვენებელი სკამები და ურნები. სამუშაოები ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. პარკის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნახევარ მილიონი ლარის ღირებულებისაა, რომელიც ივლისის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. წყარო:...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს. სამუშაოები 7 მონაკვეთზე ხორციელდება. „სანიაღვრეები სოფელში დიდი ხნის განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო, რაც, თავის მხრივ, იწვევდა წყლის გადმოდინებას გზის სავალ ნაწილზე და მის დაზიანებას. პროექტის ფარგლებში არსებულ მონაკვეთებზე მოეწყობა ბეტონის არხები, ეზოების შესასვლელებში და გზის გადაკვეთაზე კი ცხაურები, რაც არსებულ პრობლემას საბოლოოდ მოაგვარებს“, - განაცხადა ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა. აღსანიშნავია, რომ პარალელურად სამუშაოები...
https://www.youtube.com/watch?v=_bBANDCMqmc&feature=youtu.be ბათუმის მერია საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვას იწყებს. თვითმმართველობის სამოქმედო გეგმას ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში, სამი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სამსახური წარადგენს. საჯარო განხილვის ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაცია გაიმართება. საჯარო განხილვაში მესამე სექტორისა და მრჩეველთა საბჭოს წევრები ჩაერთვებიან. თვითმმართველობა დაინტერესებულ პირებს პროცესში ჩართვას, და  რჩევებისა და რეკომენდაციების წარდგენას თხოვს. პრიორიტეტული მიმართულებების საჯარო განხილვა 31 მაისს დაიწყება და სამი დღის განმავლობაში, დემოკრატიული...
ქალაქ გორის საკრებულოს წევრმა, მწერალმა ვანო ჩხიკვაძემ საკრებულოს სხდომაზე ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებასა და მისი გორის სათემო მუნიციპალიტეტთან გაერთიანების საკითხს დაუჭირა მხარი. როგორც ირკვევა, ერთი კვირით ადრე, ქალაქ გორის საკრებულოს წევრებმა საქართველოს მთავრობის სახელზე მოამზადეს მიმართვა, სადაც ისინი ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდებენ, უარი თქვან აღნიშნულ ინიციატივაზე და გორს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შეუნარჩუნონ. განცხადებას, საკრებულოს სხვა წევრებთან ერთად, ვანო ჩხიკვაძეც აწერს...
არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოფიციალური წერილით მიმართეს და თვითმმართველი ქალაქების გაუქმების თაობაზე მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით შეხვედრა მოითხოვეს. არასამთავრობოები პრემიერს მოუწოდებენ, უახლოეს პერიოდში გამონახოს დრო იმისათვის, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვან რეფორმაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელოს. მოთხოვნას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები გამოეხმაურნენ. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოებმა მთავრობის ინიციატივას მხარი დაუჭირეს, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს...
უცხოელებზე მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტის ბიუროს უმრავლესობამ წარუდგინა. ცვლილების მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება გადაეცეს არა საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან ეს მიწა მემკვიდრეობით მიიღო ან მიწას მისი მეუღლე ფლობს, რომელთანაც სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფება. კანონში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება გადაეცეს, თუ მას საქართველოში...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ