არასამთავრობოების მიმართვა პრემიერს და უმრავლესობის პასუხი

763

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოფიციალური წერილით მიმართეს და თვითმმართველი ქალაქების გაუქმების თაობაზე მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით შეხვედრა მოითხოვეს. არასამთავრობოები პრემიერს მოუწოდებენ, უახლოეს პერიოდში გამონახოს დრო იმისათვის, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვან რეფორმაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელოს.

მოთხოვნას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები გამოეხმაურნენ. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოებმა მთავრობის ინიციატივას მხარი დაუჭირეს, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან. მდინარაძე ირწმუნება, რომ საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ქვეყნისთვის და ხალხისთვის უკეთესი იქნება.