სააკაძის მოედნის გამწვანებული ტერიტორიის აღდგენა-მოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიის 3545კვ. მეტრზე, მოეწყო სარწყავი სისტემა, დაიდგა დეკორატიული ლამპიონები. ტერიტორიაზე დაირგო ზეთისხილი, გართხმული ღვია, ტუია, 700 ძირი ვარდი. 1212 კვ. მეტრ მიწის ფართობზე დაიგო ბალახი. ბილიკები დაფარულია დეკორატიული ქვიშით. სამუშაოები, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „ მწვანე სახლმა“ შეასრულა. #თბილისი2017 #გაამწვანეშენიქალაქი ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!




































