უმრავლესობა მიწის გასხვისების შესახებ კანონში ცვლილებებს ამზადებს

800

უცხოელებზე მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტის ბიუროს უმრავლესობამ წარუდგინა.

ცვლილების მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება გადაეცეს არა საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან ეს მიწა მემკვიდრეობით მიიღო ან მიწას მისი მეუღლე ფლობს, რომელთანაც სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფება.

კანონში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება გადაეცეს, თუ მას საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლება გააჩნია, ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას ფლობს.

ცვლილების მიხედვით, უცხოელებზე მიწის გადაცემა, ასევე, დაშვებულად მიიჩნევა, თუ ეს მიწა  საქართველოს მოქალაქის მონაწილეობით არსებული კომლის წევრობის შედეგად მოპოვებული თანასაკუთრების ობიექტია.

წყარო: იმედინიუსი