ბრიტანული გამოცემა The Guardian საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს.
ბრიტანელმა ჟურნალისტმა ნადია ბერდმა და ფოტოგრაფმა ტომერ იფრამ საქართველოში 3 თვის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურეს. პრეს-ტურის შემდეგ კი ჟურნალისტებმა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელი სტატია ფოტორეპორტაჟთან ერთად მოამზადეს.
„ტურიზმი ომალოს და საქართველოს მიტოვებისგან იხსნის” – ამ სათაურით The Guardian-ის ჟურნალისტი მკითხველს თუშეთში მიღებულ შთაბეჭდილებებს...
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქართული სწრაფი მომზადების კერძების მწარმოებელმა კომპანია “ნაციონალურმა დელიკატესმა“ 4 დასახელების ახალი პროდუქტი ექსპორტზე კანადაში გაიტანა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ოთარ სიმონიშვილმა bm.ge-ის განუცხადა კანადაში 20 000 შეფუთვა მზა კერძი გააგზავნეს, მისივე თქმით, ამ დროისთვის შედარებით დიდი მოცულობის შეკვეთას ყაზახეთისთვის ამზადებენ, რომელსაც უახლოეს მომავალში გაიტანენ. ამასთან კომპანია რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან საექსპორტოდ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„კანადაში 4...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სხვადასხვა მიმართულებით „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირება იგეგმება. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, „საპატრიორო ფონდი“ უფრო თანამედროვე სტრუქტურად უნდა ჩამოყალიბდეს.
„დიდი ხანია „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად ვმუშაობთ ამ მნიშვნელოვანი ჰოლდინგის რეფორმირებაზე სხვადასხვა მიმართულებით. დღეს უკვე ჩამოყალიბებულია კანონპროექტი, რომელიც სულ მალე წარედგინება მთავრობას და შემდეგ უკვე პარლამენტს დასამტკიცებლად. ამ კანონპროექტის მიხედვით, პირველ რიგში, მოხდება „საპარტნიორო ფონდის“...
ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ოზურგეთისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრეს.
„მათი გამოცდილება და რეკომენდაციები დაეხმარება მერიის გუნდს, არაერთ სფეროში სწორად დაგეგმოს მუნიციპალური პოლიტიკა. მომდევნო 4 წლის განმავლობაში, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება. ამ მიზნით, ვგეგმავ შეხვედრებს ოზურგეთში მოქმედ სხვა ორგანიზაციებთან“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
„საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლში, 1385 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, ხრამ არხის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, გაიწმინდება და მოწესრიგდება 13 კმ სიგრძის არხი; 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი რკინაბეტონით მოპირკეთდება; მოეწყობა გამანაწილებელი კვანძები და წყლის ჩამკეტი ფარები; დამონტაჟდება საავტომობილო და საფეხმავლო ხიდები. პროექტის ღირებულება 2 277 800 ლარია.
სარწყავი...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას. ფონდი ქალაქ ზუგდიდში აკაკი წერეთლის სახელობის 1 და 12 საჯარო სკოლების სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტები საქართველოს მთავრობის მიერ 7 მილიონი ლარით ფინანსდება.
ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის 1 სკოლა 1350 ბავშვზეა გათვლილი, ხოლო მე-12 სკოლა - 140 ბავშვზე. სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდება და სრულად იქნება...
ზუგდიდში, ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში მცხოვრები დევნილები უკვე მეათე დღეა, შიმშილობენ. ისინი ამბობენ, რომ ბინები არასამართლიანად ნაწილდება და მათი პროტესტის მიზეზიც სწორედ ეს არის.
როგორც აცხადებენ, ხელისუფლება ბინებს იმათ აძლევს, ვინც მმართველ პარტიასთან არის დაახლოებული.
ამასთან, მათი თქმით, სოციალურმა სააგენტომ ქულები მოუმატა, რის გამოც ბინებით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ.
პროტესტის ნიშნად ერთ-ერთმა მოშიმშილემ, 63 წლის ქალმა პირი ამოიკერა.
დევნილები ამბობენ, რომ შენობა, რომელშიც ცხოვრობენ, ავარიულია...
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის არ აღიარებს პროკურატურასა და ქართულ მართლმსაჯულებას. ამის შესახებ მან 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
„არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო,“- განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, მოსამართლეებმა სააკაშვილს მიმართეს, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, წყალი დალიოს, რასაც სააკაშვილმა უპასუხა, რომ მათ სიკეთეს აფასებს.
ამასთან, პროცესის დაწყებისას დამსწრეებმა საქართველოს ჰიმნი ჩართეს,...
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს. მასთან მივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გოგა მემანიშვილი, რომელმაც უგულავას განუცხადა, რომ ის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
„თქვენ მოუწოდებდით მოქალაქეებს გზის სავალ ნაწილზე გადასვლისკენ, შესაბამისად ადმინისტრაციული წესით ხართ დაკავებული“, - განუცხადა გოგა მემანიშვილმა უგულავას. სასამართლოს მიმდებარე...
10 000-მდე ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს ჩვენ, სამწუხაროდ, დედაქალაქში, რომელთა ჩანაცვლებასაც ვიწყებთ ეტაპობრივად - ყოველწლიურად 30-40 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიეროთ და ამ განახლებით მივიღებთ ახალ, თანამედროვე არქიტექტურას, ამ დანგრეული, ძველი საბჭოთა დროინდელი შენობების მაგივრად, რაც ძალიან მაგარია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქში დაახლოებით 10 000-მდე...
თბილისში, ელიას მთის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ისნის რაიონის გამგეობას მიმართავს და განაშენიანების შეჩერებას და მწვანე სივრცის მოწყობას ითხოვს. ელიას მთის დაცვის ინიციატივით შექმნილმა „ელიას მთის დაცვის თემის“ წევრებმა დღეს აქცია გამართეს და სიმბოლურად, მარადმწვანე ხეები დარგეს.
„ელიას მთის მიმდებარე ტერიტორია თითქმის სრულად განაშენიანებულია, მიუხედავად ამისა, ამ უბანში არ არსებობს პარკი, სკვერი, სადაც მოსახლეობას ექნება დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა. სწორედ ამ...
დეკემბრის დასაწყისში ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაემგზავრება, ჩამოვიტანთ საუკეთესო გამოცდილებას, ვინც სოციალური პოლიტიკის რეფორმა განახორციელა, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სოციალური პოლიტიკის რეფორმა ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის სასარგებლო იქნება.
„რაც შეეხება სოციალურ პოლიტიკას, დეკემბრის დასაწყისში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაემგზავრება. ჩვენ გვექნება ინტენსიური მუშაობა. ჩამოვიტანთ...
წინა სტატია
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას პირველად ესწრება თავად ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი.
სხდომაზე მედიასაშუალებებიდან მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუშვეს, თუმცა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ რამდენიმე წუთის განმავლობაში დარბაზიდან პირდაპირი ტრანსლირების განხორციელება შეძლო. კადრებში ჩანს, მსჯავრდებულებისთვის განკუთვნილ, გისოსებით შემოსაზღვრულ სივრცეში განთავსებული მიხეილ სააკაშვილი.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა საქართველოს ჰიმნი ჩართეს, რასთან დაკავშირებითაც...
წინა სტატია
ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები, რათა აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და უზრუნველყონ, რომ სასამართლო პროცესმა, ასევე, განსასჯელის - მიხეილ სააკაშვილის ეტაპირებამ ჩაიაროს უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სმაინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ინფორმაციით, კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან...
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, ხმაურია. ფიზიკური დაპირისპირება აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის მოხდა.
აქციის მონაწილეები ცდილობდნენ სასამართლოს ეზოსთან არსებულ ბეტონის მოაჯირზე ასვლას და იქიდან პროტესტის გამოხატვას. ამის საშუალება პოლიციის თანამშრომლებმა მათ არ მისცეს.
მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლოს ეზოსთან საპროტესტო აქციაზე სიტუაცია დაიძაბა, პოლიციამ აქციის მონაწილეების მისამართით სპეციალური ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.
სამართალდამცველები ძალის გამოყენებით მიხეილ სააკაშვილის...
საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების შესახებ ახალი კანონპროექტი პარლამენტს დეკემბრის თვეში წარედგინება. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო.
„ჩვენ დაპირებისამებრ ვმუშაობთ აქტიურად, ჯანდაცვის მინისტრი მუშაობს ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციებზე და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა წარდგენილი იქნება პარლამენტში დეკემბრის თვეში. რა თქმა უნდა, ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავებთ პარლამენტთან ერთად ამ საკითხზე,“- განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, როგორც პრემიერმა აღნიშნა მედიკამენტების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































