ღარიბაშვილი: ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების შესახებ ახალი კანონპროექტი პარლამენტს დეკემბერში წარედგინება

539

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების შესახებ ახალი კანონპროექტი პარლამენტს დეკემბრის თვეში წარედგინება. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო.

„ჩვენ დაპირებისამებრ ვმუშაობთ აქტიურად, ჯანდაცვის მინისტრი მუშაობს ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციებზე და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა წარდგენილი იქნება პარლამენტში დეკემბრის თვეში. რა თქმა უნდა, ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავებთ პარლამენტთან ერთად ამ საკითხზე,“- განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, როგორც პრემიერმა აღნიშნა მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და მთავრობა ვალდებულია, ამაზე დროული რეაგირება მოახდინოს.