ბრიტანული გამოცემა The Guardian საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს.
ბრიტანელმა ჟურნალისტმა ნადია ბერდმა და ფოტოგრაფმა ტომერ იფრამ საქართველოში 3 თვის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურეს. პრეს-ტურის შემდეგ კი ჟურნალისტებმა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელი სტატია ფოტორეპორტაჟთან ერთად მოამზადეს.
„ტურიზმი ომალოს და საქართველოს მიტოვებისგან იხსნის” – ამ სათაურით The Guardian-ის ჟურნალისტი მკითხველს თუშეთში მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებს, აღწერს თუშეთის სოფლებს, ხალხს, ადგილობრივთა ცხოვრებას და წეს-ჩვეულებას. სტატიაში ადგილობრივები თუშეთში როგორც ტურიზმის მნიშვნელობაზე, ასევე ეკოლოგიის დაცვაზე საუბრობენ.
“ამჟამად ბავშვების აღზრდით ვარ დაკავებული, თუმცა ჩემი სურვილია თუშეთში საკუთარი საოჯახო სასტუმრო მქონდეს და ტურისტები მივიღო,“-ამბობს ნინო კითიძე, რომელიც წელიწადის რამდენიმე თვეს თუშეთში და ახმეტაში ატარებს. ნინომ 18 წლის ასაკში მუშაობდა ძიძად, მაღაზიაში თანაშემწედ, ახლა კი ფიქრობს, რომ ტურისტული ბუმი კარგ შესაძლებლობას მისცემს ამ სფეროში ძალები მოსინჯოს”, – წერს The Guardian-ის ჟურნალისტი.