ავთანდილ თალაკვაძე: მომდევნო 4 წლის განმავლობაში, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება

328

ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ოზურგეთისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრეს.

„მათი გამოცდილება და რეკომენდაციები დაეხმარება მერიის გუნდს, არაერთ სფეროში სწორად დაგეგმოს მუნიციპალური პოლიტიკა. მომდევნო 4 წლის განმავლობაში, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება. ამ მიზნით, ვგეგმავ შეხვედრებს ოზურგეთში მოქმედ სხვა ორგანიზაციებთან“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.