მთავრობის ინიციატივით მიმდინარეობს 7 თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების და 14 მუნიციპალიტეტის 7 მუნიციპალიტეტად გაერთიანების პროცესი. მთავრობას, რაიმე ხედვა ან სერიოზული არგუმენტები არ წარმოუდგენია. 2014 წელს დაწყებული რეფორმა, მათ შორის, ახალი თვითმმართველი ქალაქების დაკანონება მხოლოდ მცირე საწყისი ნაბიჯი იყო ქვეყნის მუნიციპალური მოწყობის ტერიტორიული ოპტიმიზაციის გრძელვადიან ხედვაში, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მხოლოდ რამდენიმე მიზეზს შევეხები, რაც ნათლად აჩვენებს, რომ 2014...
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გამგებლებს სახელი გადაერქმევათ და მათ მერი დაერქმევათ. საკანონმდებლო ცვლილების ავტორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა. სახელი გადაერქმევა, ასევე, მუნიციპალიტეტების გამგეობას და მას მერია ეწოდება. როგორც პარლამენტში წარდგენილ განმარტებით ბარათში წერია, ორი ტერმინის - გამგებლის და მერის არსებობა ქმნის მოლოდინს, რომ მათი ფუნქციები უნდა განსხვავდებოდეს, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციები, თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მსგავსია. "პრაქტიკულად კი,...
დღეს საქართველოს პარლამენტის კომიტეტები 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებისა და მათი სათემო მუნიციპალიტეტებთან შერწყმის საკითხს განიხილავენ. საკითხის განხილვა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტებშია დაგეგმილი. საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კახაბერ გულედანი წარუდგენს. საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ 2014 წელს 7 მუნიციპალიტეტის გაყოფამ 7 თვითმმართველ ქალაქად და 7 სათემო...
აჭარაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციისა და კონსერვაციის პროგრამის ფარგლებში, აჭარის ა/რ მთავრობისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით,  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ  მიმდინარე წელს  დაიწყო ბათუმისა და ქობულეთის ურბანული მემკვიდრეობის ძეგლების კერძოდ: ქ.ბათუმში დ.თავდადებულის ქ.N35, მაზნიაშვილის ქ.N6/მ.აბაშიძის N15, ზუბალაშვილის ქ.N38, კომახიძის ქ.N4, ჟორდანიას ქ.N14 , გორგასალის ქ.N24-ში მდებარე სახლების და ქ.ქობულეთში მდებარე ,,ეფენდიევის ვილის’’ რეაბილიტაციის...
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ”ქართული ოცნება” ადგილობრივი არჩევნებისთვის პარტნიორ პარტიებთან საარჩევნო ბლოკს არ შექმნის. ”ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია ”ქართულმა ოცნებამ” იმ პარტიებთან ერთად, რომლის წევრებიც უმრავლესობის შემადგენლობაში არიან, არჩევნებისთვის ბლოკის ფორმირება განახორციელოს, კობახიძემ განაცხადა, რომ ასეთი რამ არ იგეგმება. ”ჩვენ ზოგადად, იმდენად უარყოფითად ვართ განწყობილი საარჩევნო ბლოკის ფენომენის მიმართ, რომ არ მგონია არჩევნებისთვის ასეთი გადაწყვეტილება იყოს მიღებული”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ”ქართულ ოცნებასთან”...
„რეგიონის განვითარების ცენტრი“ (RDC), ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - „თვითმმართველობის ინსტიტუციური ცვლილების შეფასება“ განხორციელებას იწყებს. პროექტი რეფორმის ფარგლებში განხორციელებული  ინსტიტუციური ცვლილებების შედეგების შესწავლას და  რეფორმის ეფექტური გაგრძელების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, 5 სამიზნე მუნიციპალიტეტში  ჩატარდება კვლევები და გაიმართება დისკუსიები იმ შედეგების სიღრმისაულად შესასწავლად, რაც რეფორმამ თვითმმართველობებს მოუტანა. ასევე, მოწვეული ექსპერტების ჩართულობით, მომზადდება რეკომენდაციები...
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თამადებობის პირთა საშტატო ერთეულის ნუსხაში ცვლილებები შევიდა. საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით გაუქმდა მერის ერთი და საკრებულოს თავმჯდომარის ორი თანაშემწის თანამდებობა. სამივე საშტატო ერთეული შეიცვალა მთავარი სპეციალისტის პოზიციით. საკრებულოს იურდიულ, სამანდატო, ადამიანის უფლებათა და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ნუგზარ სარიას განცხადებით, ცვლილებები მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო სამსახურის ბიუროს რეკომენდაციით ხორციელდება. მისი სიტყვებით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ახალ რედაქციაში...
https://www.youtube.com/watch?v=d7yTXwZaE3Y&feature=youtu.be წყარო: სტუდია მონიტორი
ახალი კამპანია - მამაკაცები ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისთვის გორიდან დაიწყო. კამპანიის მიზანია ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის იდეის პოპულარიზაცია და ქალი კანდიდატების მხარდაჭერაში მამაკაცების გააქტიურება. კამპანიის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციამ „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ტელეკომპანია „თრიალეთის“ ოფისში მოქმედ გორის გენდერის მედიაცენტრში გამართა დისკუსია ქალთა პოლიტიკური გაძლიერების თემაზე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროფესიის, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და მედიის წარმომადგენელი მამაკაცები. ღონისძიება გახსნა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო...
ბორჯომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.  გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, აქტიურად ხორციელდება ქუჩებზე არსებული გადასასვლელების დახაზვის, პარკირების ადგილებისა და გზის გამყოფი სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები. სავალი ნაწილის მონიშვნა ჰორიზონტალური ორკომპონენტიანი წითელი და თეთრი ფერის სტრუქტურული ცივი პლასტიკით ხდება, რაც მის გამძლეობას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფს.  სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალზე და შიდა ქუჩებზე ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 678 ლარი გაიხარჯება.  ბორჯომში...
კასპის მუნიციპალიტეტში, წინარეხისა და ახალქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში (მაღალმთიანი დასახლება)  ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივად დაფინანსებული პროექტის "ინფორმირებული მოქალაქე - ძლიერი თვითმმართველობა"-ს პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზნების, ამოცანებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ მოსახლეობის წინაშე ინფორმაციით პროექტის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი წარდგა. შეხვედრაზე არჩეული იქნა სათემო - საკონსულტაციო ჯგუფი. ცნობისათვის: კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაიმარჯვა ევროპის საბჭოს მიერ, გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში...
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღის დანიშვნა არჩევნებამდე მხოლოდ 60 დღით ადრე იქნება შესაძლებელი - ის 60 დღეზე ადრე ვერ დაინიშნება. ამასთან დაკავშირებით პარლამენტში უკვე ინიცირებულია “საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. დღეს მოქმედი კოდექსით, პრეზიდენტი საკრებულოს, მერისა და გამგებლების მორიგ არჩევნებს, პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, მათი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 60 დღისა ნიშნავს, რაც იმას გულისხმობს, რომ არჩევნების დანიშვნა არჩევნებამდე 60-დღეზე...
საკრებულოს წევრად, მერის ან გამგებლის თანამდებობაზე პირის ასარჩევად საქართველოში ცხოვრების ორწლიანი ცენზი საარჩევნო კანონმდებლობაში გათვალისწინებული აღარ იქნება. "საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ეს ცვლილება თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს. "საკრებულოს წევრობისა და თვითმმართველი ქალაქის მერობის/გამგებლობის კანდიდატებისათვის არჩევნების დანიშვნის დღემდე საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტის სავალდებულოობა ბუნდოვანი და არაეფექტურია. ნორმის განმარტება კონკრეტულ კრიტერიუმებს არ ეყრდნობა, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს...
"სიდა"-ს ხელმძღვანელმა, ზვიად დევდარიანმა თვითმმართველობის დაგეგმილ რეფორმაზე შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმება მოსახლეობასთან კონსულტაციების გარეშე ხდება: „ამ სტატუსის გასაუქმებლად მათ ძალიან სუსტი არგუმენტაცია მოაქვთ. რა თქმა უნდა გასაკვირია, რომ ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც რადენიმე წლის წინ ამ თვითმმართველი ქალაქების შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეილება მიიღო, დღეს ამ ქალაქების სტატუსის გაუქმებაზე საუბრობს. ძალიან უცნაურია საუბარი იმაზე, რომ რაღაცა ორმაგი...
ოზურგეთის მეერიის ინფორმაციით, ოზურგეთში ახალმა ავტოსადგურმა  დაიწყო ფუნქციონირება.  ავტოსადგური წულაძის ქუჩაზე მოეწყო და ძველი ავტოსადგურისგან განსხვავებით, ყველა საჭირო სტანდარტს აკმაყოფილებს. ავტოსადგური დღეს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ბეგლარ სიორიძემ და ვიცე-მერმა ალეკო ბურჭულაძემ დაათვალიერეს. ამ დრომდე ავტოსადგური ქალაქგარეთ ფუნქციონირებდა, რაც მგზავრებისთვის და მძღოლებისთვის მნიშვნელოვან დაბრკოლებას ქმნიდა. ახალი ავტოსადგური ქალაქის ცენტრში, მოქალაქეთათვის ყველაზე პრაქტიკულ ადგილზეა განთავსებული. აქვე გათვალისწინებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის მნიშვნელოვანი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ