კასპის მუნიციპალიტეტში, წინარეხისა და ახალქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში (მაღალმთიანი დასახლება) ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივად დაფინანსებული პროექტის “ინფორმირებული მოქალაქე – ძლიერი თვითმმართველობა”-ს პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის მიზნების, ამოცანებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ მოსახლეობის წინაშე ინფორმაციით პროექტის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი წარდგა. შეხვედრაზე არჩეული იქნა სათემო – საკონსულტაციო ჯგუფი.
ცნობისათვის: კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაიმარჯვა ევროპის საბჭოს მიერ, გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში “ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალური საფუძვლების გაძლიერება ეთიკასა და გამჭვირვალეობაში”.
პროექტის მიზანია თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ინფორმირებულობით და ჩართვის გზით, მუნიციპალიტეტის განვითარება და მომსახურების ხარისხის გაზრდა.
2017 წლის 1 მარტს ქალაქ სტრასბურგში ევროსაბჭოს წარმომადგენელსა და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლს გოჩა გოჩიტაშვილს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თემაზე “ინფორმირებული მოქალაქე – ძლიერი თვითმმართველობა”.
ხელი მოეწერა განზრახულობათა ოქმს.
წყარო: ეტანიუსი