სენაკის გამგეობასთან ექიმების და ორსული ქალების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები დროებით დახურული სენაკის სამშობიარო სახლის რეაბილიტაციას ითხოვენ. მათი თქმით, იმისთვის, რომ სამშობიარო სახლმა ფუნქციონირება განაგრძოს, შენობაში გათბობის და კონდიცირების სისტემის დამონტაჟებაა საჭირო. აქციის მონაწილეებს გამგებელი გოჩა დგებუაძე შეხვდა. მისი თქმით, გათბობის სისტემის გარდა, დაწესებულებას სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემებიც აქვს, გარდა ამისა, სამშობიარო სახლს დიდი ფინანსური დავალიანება აქვს დაგროვილი. თუმცა, დგებუაძე აქციის მონაწილეებს...
ბათუმის მერიასთან გონიოში მიწის მესაკუთრეები აქციას მართავენ. შეკრებილების თქმით, ისინი ეჭვობენ, რომ მერია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს, მათ სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას კვლავ გაასაჩივრებს. მათივე ინფორმაციით, უწყება საქმის გასაჩივრებას დღეს გეგმავს. აქციის მონაწილეები ბათუმის მერიას მოუწოდებენ, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას გეგმავენ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ, გონიოში მცხოვრები 50 ოჯახის საკუთრების საკითხზე მიმდინარე...
მცხეთაში ახალი თანამედროვე სტანდარტების მქონე კულტურის ცენტრი გაიხსნა. ცენტრის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგიძესთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ კულტურის ცენტრს 450-კაციანი საკონცერტო დარბაზი აქვს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტებით, უმაღლესი კლასის ვიდეო-აუდიო გახმოვანებითა და განათების სისტემებით. როგორც კულტურის სახლში აცხადებენ, შენობაში განთავსებულია სარეპეტიციო დარბაზები, საგრიმიოროები, ხმის ჩამწერი სტუდია, საოპერატოროები, სარეჟისორო და ა....
2014-2016 წლებში ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტების მხრიდან სათანადო ღონისძიებების გატარების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ჯამში 14 მილიონ ლარამდე თანხის ბიუჯეტში მობილიზება და ასევე, ეფექტიანად და ეკონომიურად განკარგვა. ხარვეზები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის პროცესში: აუდიტების შედეგად გამოვლინდა, რომ ხშირად, მუნიციპალიტეტები არ ფლობენ ინფორმაციას მათ საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ. ასევე, სხვადასხვა ორგანიზაცია და არაუფლებამოსილი პირები იყენებენ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას კომერციული...
ქუთაისში, კაფე „ფლამინგოს“ შენობის კონსტრუქციის დადგმას ბუხაიძის 19-ში მდებარე კორპუსის მცხოვრებლების მხრიდან წინააღმდეგობა და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ბარის კონსტრუქციისთვის საჭირო მასალები მეპატრონეებმა, დაახლოებით, დილის 7 საათზე მიიტანეს, რაც ადგილობრივებმა გააპროტესტეს. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სკვერის ტერიტორიაზე კაფეს მშენებლობას არ დაუშვებენ. კვების ობიექტის მეპატრონეები ამტკიცებენ, რომ ქალაქის მერიამ მშენებლობის ნებართვა მისცა. წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
8 ივნისს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 74 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ბაგა-ბაღებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. კანონპროექტის ინიციატორის, ეკა ბესელიას განმარტებით, კომიტეტი ბაგა-ბაღების წარმომადგენლებთან შეთანხმდა  “ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ” კანონის სადავო მუხლზე, რომელიც ბაღებში ჯგუფების სხვადასხვა ასაკის ბავშვებით დაკომპლექტებას ეხება: "იმ მუხლზე, რომელიც ეხებოდა ასაკობრივი ჯგუფების დაკომპლექტებას, შევთანხმდით. შევხვდით ბაღების წარმომადგენლებს და შევთანხმდით, რომ ამ მუხლის ამოქმედება გადაიდება 2018...
სოფელ ტაძრისში ამბულატორიის შენობის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება. ბორჯომის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, შენობაში უკვე გამოიცვალა ძველი კარ-ფანჯარა, განხორციელდა შიდა მოპირკეთების სამუშაოები, მოწესრიგდა სველი წერტილი, დამონტაჟდა ელ-გაყვანილობა, მოეწყო კიბეები და პანდუსი. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს გარე-ფასადის მოპირკეთების, სახურავის მოწყობისა და ტერიტორიის შემოღობვის სამუშაოები.  როგორც გამგებელმა აღნიშნა, წლების განმავლობაში არასათანადო პირობების გამო, ამბულატორია მხოლოდ ერთ ოთახში ფუნქციონირებდა, დღეს კი კაპიტალური რემონტი დამატებით...
ახალი ლურჯი ავტობუსების გაყვანა ხაზებზე სრულად ივლისში იგეგმება, - ამის შესახებ საზოგადოებრივს დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა. მისი თქმით, ყველა ავტობუსი უკვე თბილისშია, მიმდინარეობს მათ განბაჟებასთან და გამართვასთან დაკავშირებული პროცესი. მისივე თქმით, გრძელდება დიღომში ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელიც ივლისის შუა რიცხვებში დასრულდება. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, 100-მდე ავტობუსი ივლისის ბოლომდე ხაზებზე ძველ, ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებს. ამ დროისთვის დედაქალაქს 40-მდე ავტობუსი უკვე...
თბილისის მერიის ინფორმაციით, 16 ივნისიდან, პეკინის ქუჩაზე ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მიროტაძის ქუჩის კუთხემდე მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის დაწყების გამო, პეკინის ქუჩასა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება. კერძოდ: რეაბილიტაციის პერიოდში ავტოტრანსპორტისთვის ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე: • პეკინის ქუჩაზე ვაჟა-ფშაველას გამზირიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით • 26 მაისის მოედნიდან კოსტავასა და შარტავას ქუჩების გავლით ზურაბ ჟვანიას მოედნის...
16 ივნისიდან პეკინის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,  თბილისის მერმა კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის სამსახურების ხელმძღვანელებთან, საკომუნიკაციო კომპანიებისა და სამუშაოს მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. ნარმანიას თქმით, რეაბილიტაცია დროს სრულად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოწესრიგდება გზის საფარი და ტროტუარები. "როგორც თქვენთვის ცნობილია, 16 ივნისს პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება. რეაბილიტაცია მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულ გამოცვლას, ისე გზის...
ხელისუფლება მუნიციპალიტეტების ნაცვლად სადროშოების შექმნას გეგმავს - ამის შესახებ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მიერ მომზადებულ დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების ხანგძლივვადიანი სტრატეგიაშია ნათქვამი. დოკუმენტი ასოციაციის ექსპერტთა ჯგუფმა გაეროს განვითარების პროექტის  მხარდაჭერით მოამზადა და საჯარო განხილვებისთვის გამოაქვეყნა. სტრატეგია სრულად ემთხვევა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო დროს გახმოვანებულ ინიციატივებს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ დოკუმენტში ასახული მიზნები და ამოცანები ხელისუფლების ხედვას...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 2014 წელს განხორციელებულ თვითმმართველობის რეფორმას არარაციონალურ კომპრომისულ გადაწყვეტილებას უწოდებს. დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ლოგიკა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა ეფუძნება დარღვეულია. მისი თქმით, სწორედ ამ ლოგიკის აღდგენას ემსახურება თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები. „ადმინისტრაციულ ტერიტორიული მოწყობა უნდა ეფუძნებოდეს ერთიან ლოგიკას. სამწუხაროდ, ეს ერთიანი ლოგიკა დაირღვა 3 წლის წინ, როცა გაერთიანდა 14...
ქუთაისის მერია სარესტორნო მომსახურეობისთვის ტენდერს აცხადებს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს  ქუთაისის  მერიის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებისათვის კვებითი მომსახურება. ტენდერის ღირებულება 4 ათას ლარს შეადგენს. მომსახურება გამარჯვებულმა კომპანიამ 110 პერსონაზე უნდა უზრუნველყოს. თანხა 2017 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. აღნიშნული მომსახურების შესყიდვა ერთი წლის ვადით ხდება. აღსაიშნავია, გასულ წელს ქუთაისის მერიამ ერთი წლის განმავლობაში, რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებში 138 000 ლარი დახარჯა. წყარო: newpress.ge
პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 7 თვითმმართველი ქალაქისთვის (თელავი, გორი, მცხეთა, ამბროლაური, ოზურგეთი, ახალციხე, ზუგდიდი) სტატუსის ჩამორთმევის საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირა. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, კომიტეტის წევრებმა საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს. პროექტის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში 14 მუნიციპალიტეტი 7 ერთეულად გაერთიანდება. ცვლილებების თანახმად, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდება და...
ფოთის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ფოთის მერიის ყოფილი თანამშრომლის თამარ ჭოჭუას სარჩელი. მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი მერიის საკონკურსო საატესტაციო კომისიის მარტში გამოცემული ბრძანება თამარ ჭოჭუას გათავისუფლების შესახებ. კომისიას დაევალა ხელახლა გადახედოს და შეაფასოს ატესტაციის შედეგები, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე გათავისუფლდა. თამარ ჭოჭუამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილია, რადგან დარწმუნებულია, რომ კომისია იგივე შედეგებს ამჯერად...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ