ფიზიკური დაპირისპირება ქუთაისში – ბუხაიძის 19-ში მცხოვრებლები სკვერთან ახლოს კაფეს მშენებლობას აპროტესტებენ

605

ქუთაისში, კაფე „ფლამინგოს“ შენობის კონსტრუქციის დადგმას ბუხაიძის 19-ში მდებარე კორპუსის მცხოვრებლების მხრიდან წინააღმდეგობა და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ბარის კონსტრუქციისთვის საჭირო მასალები მეპატრონეებმა, დაახლოებით, დილის 7 საათზე მიიტანეს, რაც ადგილობრივებმა გააპროტესტეს.

დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სკვერის ტერიტორიაზე კაფეს მშენებლობას არ დაუშვებენ.

კვების ობიექტის მეპატრონეები ამტკიცებენ, რომ ქალაქის მერიამ მშენებლობის ნებართვა მისცა.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი