პარლამენტმა ბაგა-ბაღებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა

704

8 ივნისს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 74 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ბაგა-ბაღებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.

კანონპროექტის ინიციატორის, ეკა ბესელიას განმარტებით, კომიტეტი ბაგა-ბაღების წარმომადგენლებთან შეთანხმდა  “ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ” კანონის სადავო მუხლზე, რომელიც ბაღებში ჯგუფების სხვადასხვა ასაკის ბავშვებით დაკომპლექტებას ეხება:

“იმ მუხლზე, რომელიც ეხებოდა ასაკობრივი ჯგუფების დაკომპლექტებას, შევთანხმდით. შევხვდით ბაღების წარმომადგენლებს და შევთანხმდით, რომ ამ მუხლის ამოქმედება გადაიდება 2018 წლის აპრილამდე. ამ ვადის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ოპტიმალური კონსენსუსის მიხედვით შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება კანონში”, – განაცხადა ბესელიამ.

სტატიის სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე

 

წყარო: ნეტგაზეთი