სენაკის გამგეობასთან ორსული ქალების აქცია გაიმართა

784

სენაკის გამგეობასთან ექიმების და ორსული ქალების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები დროებით დახურული სენაკის სამშობიარო სახლის რეაბილიტაციას ითხოვენ.
მათი თქმით, იმისთვის, რომ სამშობიარო სახლმა ფუნქციონირება განაგრძოს, შენობაში გათბობის და კონდიცირების სისტემის დამონტაჟებაა საჭირო.

აქციის მონაწილეებს გამგებელი გოჩა დგებუაძე შეხვდა. მისი თქმით, გათბობის სისტემის გარდა, დაწესებულებას სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემებიც აქვს, გარდა ამისა, სამშობიარო სახლს დიდი ფინანსური დავალიანება აქვს დაგროვილი. თუმცა, დგებუაძე აქციის მონაწილეებს დაპირდა, რომ კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს, რათა სამშობიარო სახლი საბოლოოდ არ დაიხუროს.

წყარო: ინტერპრესნიუსი