ახალი ლურჯი ავტობუსების გაყვანა ხაზებზე სრულად ივლისში იგეგმება, – ამის შესახებ საზოგადოებრივს დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ყველა ავტობუსი უკვე თბილისშია, მიმდინარეობს მათ განბაჟებასთან და გამართვასთან დაკავშირებული პროცესი.
მისივე თქმით, გრძელდება დიღომში ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელიც ივლისის შუა რიცხვებში დასრულდება.
ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, 100-მდე ავტობუსი ივლისის ბოლომდე ხაზებზე ძველ, ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებს. ამ დროისთვის დედაქალაქს 40-მდე ავტობუსი უკვე ემსახურება.
EBRD-ის პროექტის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებისთვის საქართველოს 27 მილიონი ევრო გამოეყო. ამ თანხით თბილისის მერიამ MAN-ის 143 ავტობუსი შეიძინა.
გასულ წელს დაანონსდა, რომ ახალი ავტობუსების გაყვანა ხაზებზე თებერვალ-მარტში დასრულდებოდა.
წყარო: 1tv.ge