ახალციხის მერიამ სხდომათა დარბაზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი 93 330 ლარზე გამოაცხადა, აღნიშნული თანხით ადმინიტრაციული შენობის პირველ სართულზე მდებარე 300 კვ.მ ფართის კეთილმოწყობა იგეგმება.
სხდომათა დარბაზის რეაბილიტაციისთვის ახალციხის მერიამ ტენდერი გუშინ, 23 ივნისს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 14 ივლისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 8 კვირის ვადაში უნდა დაასრულოს.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მერიის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც 511 356 ლარი...
ნაძალადევის რაიონში 2 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა, 8 მისამართზე კი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.
ზღვის უბანში (თემქა), 159-ე საჯარო სკოლასთან, ასევე ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში განახლებული სტადიონები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.
”წელს მინიმუმ 14 მოედანს განვაახლებთ, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებისა და მოზარდების სპორტულ აქტივობას. კიკვიძის პარკში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფრენბურთისა და კალათბურთის მოედანს. გასულ წელს აქ ფეხბურთის სტადიონიც განახლდა....
ზაალ უდუმაშვილს დამოუკიდებლად მეტი შანსი ექნებოდა, ვიდრე ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ტანდემში, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის შანსებს არჩევნებზე.
ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ უდუმაშვილისთვის ”ნაციონალური მოძრაობა” უფრო შემაფერხებელია, ვიდრე ადგილის მიმცემი.
”ზაალ უდუმაშვილი როგორც პიროვნება, ცნობადი სახე, შეიძლებოდა ყოფილიყო საინტერესო კანდიდატი, მაგრამ მისი შესაძლებლობები ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ტანდემში არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე მაშინ, მას რომ დამოუკიდებლად ეყარა...
3 თვის განმავლობაში ჩაატარო საარჩევნო კამპანია, მე მგონია, რომ ეს არის ამომრჩევლის და მოსახლეობის შეწუხება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ იმ ცვლილების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, ის, ვინც 60 დღეზე ადრე საარჩევნო კამპანიას დაიწყებს, მისთვის სანქციები ამოქმედდება, თუმცა კალაძემ იქვე დასძინა, რომ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით მას ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.
,,ჩვენ შარშან ვნახეთ, თუ...
მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, პეკინის ქუჩაზე შესაძლოა, პარკირება გაუქმდეს. ამის შესახებ, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა. ამასთან, შესაძლოა პეკინის ქუჩა ცალმხრივიც გახდეს.
„პეკინის ქუჩა დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიაა. ასეთი ინტენსივობით დატვირთული ქუჩა საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს. 1 საათში აქ 6 ათასამდე ავტომობილი მოძრაობს. პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო დროებითი სატრანსპორტო სქემა...
ბორჯომის მუნიციპალიტეტში 4 ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლმა დიმიტრი ყიფიანმა განაცხადა, დაბა ახალდაბაში, სოფელ ვარდგინეთში და სოფელ ჭობისხევში ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი ხიდები განახლდა. სოფელ ყვიბისში კი რეაბილიტაცია სამანქანო ხიდს ჩაუტარდა.
„ხიდებზე გამოიცვალა სავალი ნაწილი, შეიღება ლითონის კონსტრუქციები, მისასვლელ გზაზე მოეწყო კიბეები და მოაჯირები. ხიდები წლებია დაზიანებული იყო და მოსახლეობის უსაფრთხოდ გადააგილებას საფრთხეს უქმნიდა, სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ...
"ნაციონალურ მოძრაობას" ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შანსი ნამდვილად არ აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნიკა მელიას დასახელების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.
"რა თქმა უნდა, ეს მათი გადასაწყვეტია, ვინ წარადგინონ შესაბამის თანამდებობებზე, მაგრამ, ჩემი აზრით, შანსი არა აქვთ", - განაცხადა კილაძემ.
რაც შეეხება თბილისის მერის...
გარემოვაჭრეებთან შეხვედრა დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობს და იმედია შეთანხმებას მივაღწევთ, - ამის შესახებ ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად შუბითიძემ განაცხადა. მისი თქმით, ფოთის აგრარული ბაზრის პერიმეტრზე მოვაჭრეები ინფორმირებულები იყვნენ, რომ კონსტრუქციების დემონტაჟი მოხდებოდა.
„გარემოვაჭრეთა ნაწილმა თვად უზრუნველყო უსახური დახლების აღება, ნაწილმა კი გააპროტესტა და პრეტენზიები აქვს. ამ წუთებში ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ვხვდები 20-მდე გარემოვაჭრეს. მათთვის სავაჭრო ცენტრში ადგილები გამოყოფილია,...
სენაკში, ქალაქის ცენტრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, რუსთაველისა და წმინდა ნინოს ქუჩების კვეთაზე, მოედნის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტი მოიცავს გზის ბაზალტის ქვაფენილით მოპირკეთებას, გრანიტის ქვაფენილების დაგებას, მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების ზოლისა და დეკორატიული ლითონის მოაჯირის მოწყობას. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების გარე განათება. ფეხით მოსიარულეთათვის მოეწყობა გრანიტის ტროტუარები და ბორდიურები.
,,სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქის ცენტრალური მოედანი შეიცვლის იერსახეს. ეს არის ქალაქის ცენტრალური...
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ნიკა მელია წარადგინა. წარდგენასთან დაკავშირებული ღონისძიება მეტეხის ტაძრის ეზოში გაიმართა.
https://www.youtube.com/watch?v=dsKsMBMgdeo&feature=youtu.be
თბილისი რუსთავს, შესაძლოა, მიწისზედა მეტროს ან ტრამვაის საშუალებით დაუკავშირდეს. ამის შესახებ, მერიის დედაქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.
„მიწისზედა მეტროს ან ტრამვაის განვითარებაზე დედაქალაქის განვითარების გენგეგმაშია საუბარი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი განხორციელდება. დღეს რუსთავიდან თბილისში და პირიქით, დღეში 20 ათასამდე კაცი გადაადგილდება, მგზავრთნაკადს კი 300 მიკროავტობუსი ემსახურება.
რკინიგზის გადატანის შემთხვევაში თავისუფლდება სივრცე,...
თუ მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები მოაგვარა, მაშინ მერაბ ტაბიძე პირველი ქართული წარმომავლობის უცხოელი მოქალაქე იქნება, რომელიც 2017 წლის ოქტომბრისთვის დანიშნულ თბილისის მერის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. „ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მე მივიღე 26 წლის განმავლობაში, როგორც კანადის მოქალაქემ, სასარგებლო იქნებოდა მიგვემართა ჩვენი საყვარელი ქალაქის მომავლისა და განვითარებისათვის“, - გვითხრა მერაბ...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების რეაბილიტაცია დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს. პროექტით გათავლისწინებულია ბაღის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, რომლიც მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 227 580 ლარს შეადგენს.
100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი, ახალ სასწავლო წელს ახალი, თანამედორვე სტანდარტების შესაბამისი შენობით შეხვდება
ქალაქ გორში მოქმედი ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრი მორიგ სკანდალში ეხვევა. საქმე ეხება საშტატო ნუსხას, რომელიც ქალაქ გორის მერიამ ცოტა ხნის წინ შეითანხმა და რომელსაც ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და ცენტრის დირექტორი, მომღერალი გიორგი ნადიბაიძე აწერენ ხელს.
droa.ge-მ მოიპოვა 2 დოკუმენტი, რომელიც მერიის დაქვემდებარებულ ა(ა)იპ-ში საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს განსაზღვრავს. ერთი მათგანი, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესით, ქალაქის მერიიდან, ხოლო მეორე...
გორში "საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციის" ორგანიზებით და "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს" მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შიდა ქართლის რეგიონული ფორუმი გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვთარების სააგენტოს გაძლიერების" ფარგლებში ჩატარდა, რომელიც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით ხორციელდება.
რეგიონული ფორუმების, როგორც არაფორმალური პლატფორმის, მიზანია, ხელი შეუწყოს და დაეხმაროს საქართველოში რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მათ წინაშე არსებული...
"მთის განვითარების ფონდიდან" ქვემო ქართლის რეგიონში, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, დამატებით რამდენიმე პროექტი დაფინანსდა.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერთაში სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო და შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები განხორციელდება, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში კი თამარ მეფის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა მოეწყობა. ამის თაობაზე ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანმა ისაუბრა.
"დღეს საკონსულტაციო საბჭოს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































