კანადის ერთ-ერთი ქალაქის შერიფი თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

676

თუ მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები მოაგვარა, მაშინ მერაბ ტაბიძე პირველი ქართული წარმომავლობის უცხოელი მოქალაქე იქნება, რომელიც 2017 წლის ოქტომბრისთვის დანიშნულ თბილისის მერის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. „ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მე მივიღე 26 წლის განმავლობაში, როგორც კანადის მოქალაქემ, სასარგებლო იქნებოდა მიგვემართა ჩვენი საყვარელი ქალაქის მომავლისა და განვითარებისათვის“, – გვითხრა მერაბ ტაბიძემ. კანადის ქალაქ კალგარის პოლიციის „ქართველმა“ შერიფმა აღნიშნული გადაწყვეტილება სულ რამდენიმე კვირის წინ მიიღო და საკუთარი განზრახვა რადიო თავისუფლებას მესიჯით აცნობა, რასაც აღნიშნული ექსკლუზიური სატელეფონო ინტერვიუც მოჰყვა.

მოუსმინეთ “რადიო თავისუფლების” მიერ მოპოვებული ინტერვიუს ჩანაწერს

წყარო: რადიო თავისუფლება