ნაძალადევში ორი კომბინირებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

1467

ნაძალადევის რაიონში 2 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა, 8 მისამართზე კი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.
ზღვის უბანში (თემქა), 159-ე საჯარო სკოლასთან, ასევე ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში განახლებული სტადიონები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.
”წელს მინიმუმ 14 მოედანს განვაახლებთ, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებისა და მოზარდების სპორტულ აქტივობას. კიკვიძის პარკში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფრენბურთისა და კალათბურთის მოედანს. გასულ წელს აქ ფეხბურთის სტადიონიც განახლდა. თემქაზე, 159-ე საჯარო სკოლასთან კი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებულ მოედანს“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

მისივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სტადიონებზე დაიგო ხელოვნური, მწვანე საფარი, დამონტაჟდა იზოლირებული ლითონის ბადე, მოძველებული კალათბურთის ფარები ახლით შეიცვალა და განახლდა ფეხბურთის კარები.

წყარო: ინტერპრესნიუსი