ფოთის მერიის წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ გარემოვაჭრეებთან შეთანხმებას მიაღწევენ

771

გარემოვაჭრეებთან შეხვედრა დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობს და იმედია შეთანხმებას მივაღწევთ, – ამის შესახებ  ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად შუბითიძემ განაცხადა. მისი თქმით, ფოთის აგრარული ბაზრის პერიმეტრზე მოვაჭრეები ინფორმირებულები იყვნენ, რომ კონსტრუქციების დემონტაჟი მოხდებოდა.
„გარემოვაჭრეთა ნაწილმა თვად უზრუნველყო უსახური დახლების აღება, ნაწილმა კი გააპროტესტა და პრეტენზიები აქვს. ამ წუთებში ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ვხვდები 20-მდე გარემოვაჭრეს. მათთვის სავაჭრო ცენტრში ადგილები გამოყოფილია, მაგრამ მაინც ქუჩაში ურჩევნიათ ვაჭრობა. სამი თვის განმავლობაში ისინი გადასახადისგან გათავისუფლებულები იქნებიან, ხოლო სოციალურად დაუცველი გარემოვაჭრეები კი სხვა შეღავათებით ისარგებლებენ,“-აღნიშნა ზვიად შუბითიძემ.
ხმაური და დაპირისპირება იყო დღეს დილით ფოთის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. გარემოვაჭრეებმა გარევაჭრობის აკრძალვა გააპროტესტეს.

წყარო: ინტერპრესნიუსი