ისნის N8 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით სამდღიანი საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ისნის რაიონის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ისნის რაიონში მცხოვრებ ათეულობით დევნილს, სოციალურად დაუცველს, პენსიონერს, მარჩენალდაკარგულსა და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირს სამი დღის განმავლობაში საშუალება აქვს მულტიპროფილურ ამბულატორიულ-დიაგნოსტიკურ, თანამედროვე სტანდარტების აპარატურითა და მაღალკვალიფიციური მედიკოსებით დაკომპლექტებულ „თბილისის ზღვის ჰოსპიტალში“ მიიღოს შესაბამისი...
ჩვენი სურვილია რკინიგზა გატანილი იქნას თბილისის გარეთ, რადგან თბილისში განვითარებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა იყოს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
მისი მტკიცებით, შემოვლითი რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით მუშაობა შეჩერებული არ არის.
”მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარებდა უფრო ეფექტური და ალტერნატიული გზების მოძიება, რადგან ის ძველი ვარიანტი, რომელზეც აპელირებს ჩვენი ოპონენტი პარტია, აბსოლუტურად არაეფექტური და არამომგებიანი იყო....
თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებას, საქართველოს პრეზიდენტი პროცესების უკან დაბრუნებად აფასებს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, თვითმმართველი ორგანოების გაძლიერებით მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემოდა, მათი პრობლემები უფრო ეფექტურად მოგვარებულიყო.
საქართველოს პრეზიდენტმა ვადამდელი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის გარეშე არჩევნების თარიღს ვერ დანიშნავს.
”ორჯერ ორი ოთხია, თუ ხუთია, ასეთ საკითხებზე ვსაუბრობთ, როდესაც ვაჩერებთ თვითმმართველობის პროცესს და...
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების გაუქმების შესახებ წარმოებაში მიიღო.
მესამე სექტორი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იმ დადგენილების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც თვითმმართველი ქალაქები სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანდა და გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები შეიქმნა.
არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ დაირღვა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 10.2 მუხლის სავალდებულო მოთხოვნა “შესაბამისი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან კონსულტაციის” შესახებ, რის გამოც კითხვის ნიშნის...
ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდს რეკონსტრუქცია უტარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2-3 დღეში დასრულდება. როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ მამუკა წოწერიამ განაცხადა, რეკონსტრუქციის ფარგლებში შეიცვლება ხიდის სავალი ზედაპირი, მის ქვეშ არსებული საიზოლაციო ნაწილი. განახლდება ასევე ხიდის მოაჯირი.
მამუკა წოწერიას ინფორმაციით, ხიდზე უკვე განთავსდა სათვალთვალო ვდეოკამერები, რომლის საშუალებითაც ონლაინ რეჟიმში გაკონტროლდება ხიდზე მოძრავი სუბიექტები.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 მაისის გადაწყვეტილებით, შპს „ანაკლია-განმუხური რესორტს“, რომლის მფლობელობაშიც არის ხიდი,...
საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილების შესაბამისად, მიმდინარე წლის ოქტომბერში გასამართ თვითმმართველობის არჩევნებზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებლები ორ მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.
ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ბისიეშვილი ადასტურებს აღნიშნულ ინფორმაციას, თუმცა, ვერ აკონკრეტებს, როგორ მოხდება არჩევნებისას ქალაქის ადმინისტრაციაში საზღვრების განაწილება.
„ნამდვილად ასეა, ქალაქს ორი მაჟორიტარი ეყოლება მომავალ საკრებულოში. ჩვენც მწირ ინფორმაციას ვფლობთ ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ ეტაპზე მეტი არაფრის თქმა...
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა პრეზიდენტისადმი, რომ თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს ვეტო დაადოს, გაუგებარია და მოსაწონი ვერ იქნება.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთხოვეთ მათ, წარმოედგინათ კონტრარგუმენტები ამ რეფორმასთან დაკავშირებით და მათ ეს ვერ მოახერხეს. აქედან გამომდინარე, ეს პოზიცია ჩვენთვის არის, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი. შესაბამისად, ჩვენთვის მოსაწონი ვერ იქნება ასეთი მიმართვა პრეზიდენტისადმი“,...
https://www.youtube.com/watch?v=Q0dkNRBZGOI&feature=youtu.be
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კონფერენციას თემაზე: „2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის“ მართავს. საია-ს თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გარკვეული სახის ხარვეზები გამოვლინდა, მათ შორის საკანონმდებლო კუთხით, რაც აუცილებელია რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის გამოსწორდეს.
„ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების მშვიდ, არაძალადობრივ და თანასწორუფლებიან გარემოში ჩატარება. წინა არჩევნების...
2015 წლის 4 ნოემბერს დედაქალაქის მთავრობამ თბილისის ადაპტირების სამწლიანი გეგმა დაამტკიცა. შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოში აცხადებენ, რომ პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა და დედაქალაქში 230 ობიექტი ადაპტირდა. პროექტის ღირებულება 8 მილიონი ლარია.
საბჭოში აცხადებენ, რომ პროექტების ნაწილი, კონტრაქტორი კომპანიების მიერ პირობების დარღვევის გამო, 2016 წელს ვერ დასრულდა.
2016 წელს ადაპტირებული ობიექტების ნაწილი:
ა(ა)იპ ,,ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი''-სანაპიროს N8
ქ.თბილისის მერიის ფეხბურთის სპორტული ცენტრი ,,იმედი"-მუშტაიდის...
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ შემოვლითი რკინიგზის აღდგენითი სამუშაოები ხუთი წლის წინ უნდა დაწყებულიყო, თუმცა ხელისუფლებამ პროექტის დაწყებაზე უარი თქვა. მისივე განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტი იყო.
უდუმაშვილი ამბობს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, შემოვლითი რკინიგზა აშენდება და თბილისი საცობებისგან გათავისუფლდება.
„ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ უნდა დაწყებულიყო შემოვლითი გზის მშენებლობა. მხოლოდ...
https://www.youtube.com/watch?v=jgqdTf_JB8k&feature=youtu.be
„ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა. ელენე ხოშტარიამ და პარტიის ლიდერმა გიგი უგულავამ ნაძალადევის რაიონს მაჟორიტარობის კანდიდატი შოთა ქურდაძე წარუდგინეს.
ელენე ხოშტარიამ პარტიის სოციალური პროგრამის პრეზენტაციაც გამართა და მათი პოლიტიკური ძალის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე უსახლკარო ადამიანებისათვის სოციალური საცხოვრისის მოწყობა დასრულდა.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ეზოს და მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საბინაო სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა.
საცხოვრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია სპორტული მოედნის მოწყობა. კორპუსი, სადაც უსახლკაროები იცხოვრებენ ოთხსართულიანია.
საცხოვრებელი ფართით 48 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება. სოციალური საცხოვრისისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ ნახევარი ლარი გამოიყო. საცხოვრისის მშენებლობა უპრეცენდენტო...
პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი"-ს ხელმძღვანელის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, "გირჩი" თვითმმართველობის არჩევნებში იმ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას, თუ 25 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერის შეგროვებას შეძლებს. ამასთან, "გირჩი" არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობას.
"გირჩი არ აპირებს მხარი დაუჭიროს არც ერთ არსებულ კანდიდატს. ჩვენ არ გვჯერა, რომ რომელიმე მათგანი აპირებს ბრძოლას იმისთვის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. განსხვავებით სხვა პარტიებისგან, ჩვენ არ ვაპირებთ ამ ხელმოწრების გაყალბებას,...
უახლოეს მომავალში ხერთვისის ციხეზე მოეწყობა ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა. უძველეს ისტორიულ ძეგლამდე მისასვლელად ტურისტებს აღარ მოუწევთ მოუწესრიგებელი გზის გავლა. მე-10-მე-14 საუკუნეებში აგებულ ხერთვისის ციხეზე უკვე დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაო, რომელიც ცხრა თვეს გასტანს და რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს “არქიტექსი” ახორციელებს. ამ ეტაპზე ტერიტორია იწმინდება ბალახისა და მიწისგან. 60-მდე ადგილობრივი მცხოვრები კომპლექსს მშენებლობის დასაწყებად ამზადებს.
პროექტის მიხედვით, ციხის მიმდებარედ განთავსდება ავტოსადგომი. დაგეგმილია...
სოფელ დიცის მოსახლეობის ერთი ნაწილის პროტესტს და მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებას გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოეხმაურა. დავით ონიაშვილის განცხადებით, პროტესტი უსაფუძვლოა და გარკვეულ პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.
„არანაირი უკმაყოფილების მიზეზი დიცელებს არ გააჩნიათ. ტირიფონის სარწყავ არხზე დამონტაჟებული ყველა ტურბინა ჩართულია და არსებული რესურსის 100 % მიეწოდება სოფლებს, მათ შორის, ყველაზე მეტ წყალს, თითქმის 90%-ს, სწორედ დიცი იღებს, თუმცა, მოსახლეობა მაინც უკმაყოფილოა. ეს...
„საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის’’ ორგანიზებითა და რუსთავის მერიის ,,ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის'' ხელშეწყობით, რუსთავში სპორტის სამ სახეობაში საქალაქო ტურნირი ჩატარდა.
ტურნირი ფეხბურთში, კალათბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა და მასში მონაწილეობას რუსთავის მუნიციპალიტეტის ათივე ადმინისტრაციული ერთეულის გუნდები იღებდნენ. ფეხბურთსა და კალათბურთში პირველი ადგილი ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებმა მოიპოვეს, მაგიდის ჩოგბურთში გოგონებს შორის - ძველი რუსთავის, მამაკაცებს შორის კი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































