ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი წარმოებაში მიიღო

649

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების გაუქმების შესახებ წარმოებაში მიიღო.

მესამე სექტორი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იმ დადგენილების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც თვითმმართველი ქალაქები სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანდა და გორის, ამბროლაურის,  მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები შეიქმნა.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ დაირღვა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 10.2 მუხლის სავალდებულო მოთხოვნა “შესაბამისი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების)  მოსახლეობასთან კონსულტაციის” შესახებ, რის გამოც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება თავად პროცედურის კანონიერება.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის ჩანიშნავს სასამართლო სხდომას. არასამთავრობოები იმედოვნებენ, რომ საქმის განხილვა უმოკლეს დროში დაიწყება.